პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერი არ არის გამომძიებელი — კახა კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზე

თბილისის მერიასაქართველოს პროკურატურა

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების საქმეზე 4 პირი დააკავეს, რაზეც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერი საგამოძიებო სამსახურის უფროსი არ არის.

მერი არ არის გამომძიებელი — კახა კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზე
ნეტგაზეთი

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი თანხიდან 41 მლნ ლარის მითვისებისთვის 4 პირი დააკავეს, თუმცა თბილისის მერი, კახა კალაძე თვლის, რომ მისი და მერიის პასუხისმგებლობა ამ საქმეში არაფერია.

„საქმე გვაქვს სავარაუდოდ საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე.

თუ ვიღაცა საბუთებს აყალბებდა საქართველოს გარეთ, სხვა კონკრეტულ ქვეყანაში, დიდი ბოდიში, მაგრამ მერი არ არის საგამოძიებო სამსახურის უფროსი“, — ასეთია თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარი, როდესაც მის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.

პროკურატურის ცნობით, 41 მილიონის მითვისების საქმეზე დაკავებულები არიან: სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, იმავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ამავე საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე, შპს „საჩინოს“ დირექტორი და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.

როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.

„მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო’’, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს, გადამზიდი კომპანია ,,ინტრანსის’’ მეშვეობით. ხოლო შემდგომ შპს ,,საჩინოდან’’ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი, 3ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, – აცხადებს პროკურატურა.

საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ”; მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულთაგან 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ მათგანს 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, – აცხადებს პროკურატურა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიგამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო - კალაძე მეტროს შეკეთების კონტრაქტიდან თანხის მითვისებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები