პენიტენციურ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
პენიტენციური სამსახურის უფროსი გიორგი პატარაძე გადადგა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა; პოსტზე ის რამაზ თათარაშვილმა შეცვალა. საქმე გლდანის ციხეში პატიმარ დავით ფეიქრიშვილის სასტიკად ცემის ფაქტს უკავშირდება.

თათარაშვილი სულხან თამაზაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, მიმდინარე წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. უფრო ადრე კი იყო იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.
რამაზ თათარაშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი პატარაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვლით დატოვა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს „რეკომენდაციით მიმართა“, შეეჩერებინათ მისთვის უფლებამოსილება.
პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი და ადვოკატი პენიტენციური სამსახურის უფროსის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, გლდანის მე-8 ციხეში დავით ფეიქრიშვილის ცემისას ერთ-ერთი ბრალდებული, „კრიმინალური ავტორიტეტი“ ვატო ყიფიანი, სწორედ გიორგი პატარიძესთან (მათ თანახმადვე, მეტსახელად „ზაუტასთან“) იყო სატელეფონო ხაზზე.
დღესვე, 26 ოქტომბერს, ამ განცხადებამდე საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის ზემდგომ სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს „რეკომენდაციით მიმართა“ შეეჩერებინა პატარიძისთვის უფლებამოსილება.
ამ რეკომენდაციით მიმართვის მიზეზი რადიო თავისუფლებას ასე აუხსნეს:
„[დავით ფეიქრიშვილის განცხადებების შედეგად დაწყებული] სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“.
ფეიქრიშვილის ბრალდებები ცემაზე და გამოძიება
40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს;
19 ოქტომბერს მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი სასტიკადაა ნაცემი;
ადვოკატის გადმოცემის თანახმად, ფეიქრიშვილი ამბობს, რომ 16 ოქტომბერს მას შეუსახლეს ახლად დაპატიმრებული ვატო ყიფიანი (რომელთანაც ძმებს დაპირისპირების ისტორია აქვთ), რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად სცემა;
ეს უარყო როგორც პენიტენციურმა სამსახურმა, ისე ვატო ყიფიანმა;
დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ ორჯერ შეიყვანეს: 19 ოქტომბერს – მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით; 20 ოქტომბერს – ხელზე მიყენებული ჭრილობით (თვითდაზიანებით).
გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო.
მოგვიანებით საქმის გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„[დავით ფეიქრიშვილის განცხადებების შედეგად დაწყებული] სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…