ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვსფორმულა

საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია უწყებამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომელიც დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.

სწორედ მიმდინარე გამოძიების ფონზე მიიღო პროკურატურამ გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით მიემართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
  2. POSTVსამთავრობოპროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
  3. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
  4. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიპროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენდირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
  7. ალიაოპოზიციურიპროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები