პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენდირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება შეუჩერდეს პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს.

პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენდირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
ნეტგაზეთი

პროკურატურა იუსტიიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, უფლებამოსილება შეუჩერდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს.

საქმე ეხება დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტს. თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ პატარიძის რაიმე ბრალეულობა გამოძიების ფარგლებში ჯერ გამოკვეთილი არ არის.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, — განაცხადეს იუსტიიციის სამინისტროში.

დავით ფეიქრიშვილი, რომელიც ამბობს, რომ საკანში დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“), „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.

პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.

გარდა ამისა, თვითდაზიანება მიიყენა დავით ფეიქრიშვილის ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმა, რათა, მისი თქმით, ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
  2. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
  3. POSTVსამთავრობოპროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
  4. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
  5. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
  7. ალიაოპოზიციურიპროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
  8. ფორმულაოპოზიციურიპენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
  9. იმედინიუსისამთავრობოგიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა
  10. TV პირველიოპოზიციურიგიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
  11. რუსთავი 2სამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა
  12. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპენიტენციურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - ფეიქრიშვილის საქმის გაგრძელება
  13. POSTVსამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები