სერბეთში არჩევნები სტუდენტურმა სიამ მოიგო – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა, სადაც ოპოზიციურმა „სტუდენტურმა სიამ“ ხმების 50%-ზე მეტი მოიპოვა და მთავრობას ჩამოაყალიბებს.

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.
სერბეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტური სიამ“, ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და მთავრობას ჩამოაყალიბებს.
„…ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა. მათ 135-დან 140-მდე ადგილი ექნებათ, ჩვენ კი – 105. სხვა არავინ მოხვდა პარლამენტში“ – განაცხადა ვუვიჩმა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სერბეთში კორუფციისა და ვუჩიჩის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ თითქმის ორწლიანი სტუდენტური დემონსტრაციების შემდეგ ჩატარდა.
პროტესტი სერბეთში 2024 წელს მოჰყვა ტრაგედიას ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. სტუდენტების მიერ დაწყებულ პროტესტს შეუერთდნენ სერბეთის თეატრისა და კინოს მსახიობები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები და სხვა და სხვა პროფესიის ადამიანები.
ვუჩიჩის მთავრობა აცხადებდა, რომ საპროტესტო მოძრაობა „უცხოური ძალების“ მიერ იყო დაფინანსებული.
„ბისისი“ წერს, რომ ვუჩიჩის მხრიდან დამარცხების ასეთი სწრაფი აღიარების საფუძველი იყო უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა არჩევნებზე – თითქმის 68%, რაც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სტუდენტური მოძრაობის სიაში ბევრი პოლიტიკური გამოცდილების არმქონე კანდიდატი შედიოდა. მოძრაობას ჯერ არ გამოუძახებია პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის კანდიდატები. სიის ლიდერია კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩი.
______________________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ANDREJ CUKIC
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია,, ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა
ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება აღიარა – მედია
ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ვუჩიჩმა ვადამდელ არჩევნებში მარცხი აღიარა
ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
დღეს, სერბეთის ყველა კუთხეში ხალხის ხმა ისმის. მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება, სერბეთი უნდა შეიცვალოს - რადომირ შაიჩიჩი
ვუჩიჩი არჩევნების შედეგებზე: ამ რევოლუციას მხარს უჭერდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და ამერიკის "დიფ სთეითი", რომელიც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგაა განწყობილი
ციტატები სტატიიდან
„…ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა. მათ 135-დან 140-მდე ადგილი ექნებათ, ჩვენ კი – 105. სხვა არავინ მოხვდა პარლამენტში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…