ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც ძირითადი დაპირისპირება ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბულ პროგრესულ პარტიასა“ და „სტუდენტურ სიას“ შორისაა. რიგგარეშე არჩევნებს წინ უძღოდა ხანგრძლივი სტუდენტური პროტესტი და ყოფილი პრეზიდენტის, ვუჩიჩის თანამდებობიდან გადადგომა.

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსიმედინიუსი

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 7:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს. ხმის უფლება თითქმის 6.5 მილიონ მოქალაქეს აქვს, ხოლო კენჭისყრა 8 ათასზე მეტ უბანზე მიმდინარეობს. საზღვარგარეთ ხმის მისაცემად 100 ათასზე ცოტა მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ბელგრადისა და ნოვი-სადის საარჩევნო უბნებზე დილის 7 საათზე, კენჭისყრის დაწყებამდე, რიგები წარმოიქმნა.

არჩევნებში 18 საარჩევნო სია მონაწილეობს, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, არჩევნები ალექსანდრ ვუჩიჩის მემარჯვენე „სერბულ პროგრესულ პარტიასა“ (რომელმაც ის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წამოაყენა) და ახალგაზრდობის მიერ მხარდაჭერილ „სტუდენტურ სიას“ შორის დაპირისპირება იქნება.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 9 სექტემბერს მაშინდელმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა გამოაცხადა. სექტემბრის ბოლოს ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ თითქმის ორწლიანი სტუდენტური დემონსტრაციები უძღოდა. პროტესტი 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამოშლის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვამ გამოიწვია. მას შემდეგ სტუდენტებმა საზოგადოების ფართო მხარდაჭერა მოიპოვეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბელგრადში ოპოზიციის დემონსტრაცია და მთავრობის მომხრე ძალების შეხვედრა გაიმართა საპარლამენტო არჩევნების წინწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები