ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა და განაცხადა, რომ გამარჯვება „სტუდენტურმა სიამ“ მოიპოვა. მისი მონაცემებით, ოპოზიციურმა სტუდენტურმა სიამ 2.2 მილიონი ხმა და 250-ადგილიან პარლამენტში 135-140 მანდატი მიიღო.

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, თქვა, არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა.
მისი თქმით, წინასწარი შედეგების თანახმად, სტუდენტებს 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, მის პარტიას - "სერბეთის პროგრესულ პარტიას“ - კი 105 ადგილი.
ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, მისმა საარჩევნო სიამ დაახლოებით 1.72 მილიონი ხმა მიიღო, "სტუდენტურმა სიამ" კი – დაახლოებით 2.2 მილიონი.
"შერჩევითი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა – მათ 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ჩვენ კი –დაახლოებით 105." – აღნიშნა ვუჩიჩმა.
ვუჩიჩის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალე ბელგრადის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა;
"გამარჯვება!“ და "მორჩა, დამთავრდა!“ - სკანდრებდა ამომრჩეველი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომამდე ვუჩიჩის მიერ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს თითქმის ორწლიანი სტუდენტური საპროტესტო ტალღა უძღოდა წინ.
პროტესტმა 2024 წელს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ იფეთქა. მომიტინგეები 16 ადამინის გარდაცვალბას კორუფციასა და დაუდევრობას უკავშირებდნენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია,, ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა
ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება აღიარა – მედია
ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ვუჩიჩმა ვადამდელ არჩევნებში მარცხი აღიარა
სერბეთში არჩევნები სტუდენტურმა სიამ მოიგო – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
დღეს, სერბეთის ყველა კუთხეში ხალხის ხმა ისმის. მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება, სერბეთი უნდა შეიცვალოს - რადომირ შაიჩიჩი
ვუჩიჩი არჩევნების შედეგებზე: ამ რევოლუციას მხარს უჭერდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და ამერიკის "დიფ სთეითი", რომელიც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგაა განწყობილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…