ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა და მომხდარი ევროპისა და აშშ-ის „დიფ სთეითის“ მიერ მოწყობილ რევოლუციად შეაფასა. წინასწარი მონაცემებით, „სტუდენტურმა სიამ“ 50%-ზე მეტი მოიპოვა, რის შემდეგაც ბელგრადის ქუჩებში მასობრივი ზეიმი დაიწყო.

ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარარუსთავი 2

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. წინასწარი შედეგების მიხედვით, "სტუდენტური სია" 50%-ზე მეტით ლიდერობს, ვუჩიჩის პარტიამ კი ხმების დაახლოებით 40% მიიღო.

მისი დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული "დიფ სთეითის" მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა. სერბეთის ყოფილი პრეზინდეტის თქმით, ახალი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე რუსეთს სანქციებს დაუწესებს.

ვუჩიჩის მიერ მარცხის აღიარებიდან მალევე ბელგრადის ქუჩებში ზეიმი დაიწყო. ქალაქის მთავარ გამზირებზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა; ისმოდა მანქანების საყვირების ხმა, ხალხი ქუჩებში ცეკვავდა.

ალექსანდრე ვუჩიჩი, რომელიც სერბეთის პოლიტიკაში 2014 წლიდან დომინირებს, ხანგრძლივი მასშტაბური პროტესტის შედეგად, იძულებული გახდა სექტემბერში ვადამდელი არჩევნები დაენიშნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციური,, ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
  2. BM.GEოპოზიციური„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურივუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება აღიარა – მედია
  4. ოპერატიული ზსუ · Telegramნეიტრალურივუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  5. იმედინიუსისამთავრობოვუჩიჩმა ვადამდელ არჩევნებში მარცხი აღიარა
  6. TV პირველიოპოზიციურივუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  7. ბათუმელებიოპოზიციურისერბეთში არჩევნები სტუდენტურმა სიამ მოიგო – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
  8. რუსთავი 2სამთავრობოდღეს, სერბეთის ყველა კუთხეში ხალხის ხმა ისმის. მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება, სერბეთი უნდა შეიცვალოს - რადომირ შაიჩიჩი
  9. რუსთავი 2სამთავრობოვუჩიჩი არჩევნების შედეგებზე: ამ რევოლუციას მხარს უჭერდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და ამერიკის "დიფ სთეითი", რომელიც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგაა განწყობილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები