ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

ალექსანდრ ვუჩიჩმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხება აღიარა და გამარჯვება სტუდენტურ საპროტესტო მოძრაობას მიულოცა. მისი განცხადებით, წინასწარი მონაცემებით მათ 105 მანდატი აქვთ, ხოლო „სტუდენტურ სიას“ — 135-დან 140-მდე.

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა
„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარაBM.GE

ალექსანდრ ვუჩიჩმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხება აღიარა და გამარჯვება სტუდენტურ საპროტესტო მოძრაობას მიულოცა.

„საბოლოო შედეგები ჯერ არ გვაქვს, თუმცა ეგზიტპოლებისა და წინასწარი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა, მათ პარლამენტში 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ხოლო ჩვენ 105. საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სხვა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ვუჩიჩმა სექტემბერში დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თითქმის ორწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციები, რომელსაც სათავეში სტუდენტური მოძრაობა ედგა.

დემონსტრაციების ტალღა ქვეყანაში 2024 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის ბეტონის გადახურვის ჩამოშლას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიამ საზოგადოებაში მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფასა და ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

სტუდენტური მოძრაობის მიერ მოპოვებული უმრავლესობა 250-ადგილიან პარლამენტში ბოლო 14 წლის განმავლობაში ვუჩიჩისა და მისი პარტიის (SNS) მმართველობის ეპოქის დასასრულს ნიშნავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციური,, ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურივუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება აღიარა – მედია
  3. ოპერატიული ზსუ · Telegramნეიტრალურივუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საბოლოო შედეგები ჯერ არ გვაქვს, თუმცა ეგზიტპოლებისა და წინასწარი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა, მათ პარლამენტში 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ხოლო ჩვენ 105. საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სხვა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი პრეზიდენტი ვუჩიჩი და სტუდენტური სიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები