,, ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა. მისი განცხადებით, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა და 135-დან 140-მდე მანდატი ექნება, ხოლო მისმა სიამ დაახლოებით 105 მანდატი მოიპოვა.

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, არჩევნებში “სტუდენტურმა სიამ” გაიმარჯვა.
“შერჩევითი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა – მათ 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ჩვენ კი –დაახლოებით 105.” – თქვა ვუჩიჩმა.
მისივე შეფასებით, მისმა საარჩევნო სიამ დაახლოებით 1.72 მილიონი ხმა მიიღო, “სტუდენტურმა სიამ” კი – დაახლოებით 2.2 მილიონი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატია„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა
ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება აღიარა – მედია
ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ვუჩიჩმა ვადამდელ არჩევნებში მარცხი აღიარა
ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
სერბეთში არჩევნები სტუდენტურმა სიამ მოიგო – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
დღეს, სერბეთის ყველა კუთხეში ხალხის ხმა ისმის. მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება, სერბეთი უნდა შეიცვალოს - რადომირ შაიჩიჩი
ვუჩიჩი არჩევნების შედეგებზე: ამ რევოლუციას მხარს უჭერდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და ამერიკის "დიფ სთეითი", რომელიც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგაა განწყობილი
ქართული ოპოზიცია სერბეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან პარალელს ავლებ - "ქართული ოცნება" კი ოპონენტების ილუზიებზე საუბრობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…