დღეს, სერბეთის ყველა კუთხეში ხალხის ხმა ისმის. მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება, სერბეთი უნდა შეიცვალოს - რადომირ შაიჩიჩი
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ კი მარცხი აღიარა. თავად ვუჩიჩმა მომხდარი ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული „დიფ სთეითის“ მხარდაჭერილ რევოლუციად შეაფასა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურმა ოპოზიციურმა სიამ გაიმარჯვა, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა. წინასწარი შედეგების მიხედვით, "სტუდენტური სია" 50%-ზე მეტით ლიდერობს, მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ კი ხმების დაახლოებით 40%-ი მიიღო.
დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული "დიფ სთეითის" მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა.
წინასწარი მონაცემებით, პარტია "სტუდენტური სია" პარლამენტში 135-დან 140-ამდე მანდატს მიიღებს. ეს მოძრაობა ევროკავშირთან თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. ასევე, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და კოსოვოს დამოუკიდებლობის არ აღიარებს.
"დღეს, სერბეთის ყველა კუთხეში ხალხის ხმა ისმის. მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება. სერბეთი უნდა შეიცვალოს. მადლობა ყველას, ვინც დანებებაზე უარი თქვა, ხმა აიმაღლა და ერთმანეთს გვერდში დაუდგა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი მხოლოდ რჩეულთა მცირე ჯგუფს კი არა, ყველა მოქალაქეს ეკუთვნის", - განაცხადა სერბეთის "სტუდენტური სიის" კანდიდატმა რადომირ შაიჩიჩმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია,, ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა
ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება აღიარა – მედია
ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ვუჩიჩმა ვადამდელ არჩევნებში მარცხი აღიარა
ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
სერბეთში არჩევნები სტუდენტურმა სიამ მოიგო – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
ვუჩიჩი არჩევნების შედეგებზე: ამ რევოლუციას მხარს უჭერდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და ამერიკის "დიფ სთეითი", რომელიც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგაა განწყობილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…