ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება აღიარა – მედია
ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ მოძრაობასთან მარცხი აღიარა. წინასწარი მონაცემებით, ვუჩიჩის პარტია 250-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 105 მანდატს მიიღებს, ოპოზიციური მოძრაობა კი 135-140 ადგილს მოიპოვებს.

ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ მოძრაობასთან მარცხი აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, მოსალოდნელია, რომ 250-ადგილიან პარლამენტში ვუჩიჩის პარტია 105 მანდატს მიიღებს, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ მოძრაობას კი 135-140 მანდატის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნები ორწლიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა, რომლის სათავეშიც სტუდენტები იდგნენ.
ამით სერბეთში ვუჩიჩის მრავალწლიანი მმართველობა სრულდება. ის ქვეყნის მმართველობაში 2014 წლიდან იმყოფება.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ვუჩიჩმა სექტემბერში დანიშნა და თავად პრეზიდენტობიდან გადადგა. ის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით იყო და მესამედ ამ თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა. ამიტომ ვუჩიჩმა პრეზიდენტობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ძალაუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით დარჩენილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სერბ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 18 პარტიას შორის შეეძლო, კენჭისყრამ რეფერენდუმის სახე მიიღო ვუჩიჩის მემარჯვენე „სერბეთის პროგრესულ პარტიასა“ და ახალგაზრდების მიერ მხარდაჭერილ „სტუდენტების სიას“ შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩი წარსულში სისტემატურად ამარცხებდა სერბეთის დაქსაქსულ ოპოზიციას, ახალგაზრდული მოძრაობა, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, მისთვის საკმაოდ ძლიერი ოპონენტი აღმოჩნდა.
ახლად ფორმირებული „სტუდენტების სიის“ მოძრაობა განსხვავდება სერბეთში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისგან. ის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ არის ჩამოყალიბებული, თუმცა თავად სტუდენტებიდან სიაში არ არიან. მათ ნაცვლად 250-კაციან სიაში კანდიდატები არიან ექსპერტები, სპორტსმენები, ფერმერები და ხელოვანები. სათავეში უდგას კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩი.
სტუდენტების შიდა დღის წესრიგი მიზნად ისახავს კორუფციის აღმოფხვრასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა ისინი შედარებით თავშეკავებულნი არიან თავიანთ საერთაშორისო ამბიციებზე.
რიგგრერშე არჩევნები მოჰყვა თითქმის ორწლიან სტუდენტურ დემონსტრაციებს კორუფციისა და მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. მასშტაბურმა პროტესტმა 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იფეთქა. რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაიღუპა. მას შემდეგ სტუდენტებმა ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვეს.
რკინიგზის სადგურის ტრაგედიით გამოწვეული სტუდენტური ქუჩის პროტესტი სწრაფად გადაიქცა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ მოძრაობად, რომელიც ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდა. უფლებადამცველთა ჯგუფები და აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეპრესიები კიდევ უფრო გამკაცრდა.
თავად ვუჩიჩი და მისი პარტია ბრალდებებს რეპრესიების, კორუფციის, ოპონენტების დევნისა და თვალთვალის შესახებ უარყოფენ. ვუჩიჩი ირწმუნება, რომ სტუდენტები ფინანსდებიან ხორვატიასა და მონტენეგროში მყოფი უცხოელი აგენტების მიერ, რასაც სტუდენტები უარყოფენ.
სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…