ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერბეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა

სერბეთში საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის მარცხის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის (RTV) ეთერში წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ არხი წლების განმავლობაში დუმდა და მოვლენებს ცალმხრივად აშუქებდა.

სერბეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა
სერბეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადანეტგაზეთი

საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის დამარცხების შემდეგ, სერბეთის ვოივოდინის რადიოს და ტელევიზიის (RTV) წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ფუნქციას მრავალი წელი არ ასრულებდა.

RTV სერბეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზაციაა.

ტელეკომპანია RTV-ს წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა იმის გამოც, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ აჩვენეს „სტუდენტური სიის“ გამარჯვების ამსახველი კადრები.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალი წელი არ ასრულებდა თავის ფუნქციას. იგი დუმდა, თვალს ხუჭავდა, მოვლენებს ცალმხრივად აშუქებდა, აქვეყნებდა მასალებს კრიტიკული ანალიზის გარეშე, არ სვამდა სწორ კითხვებს ან საერთოდ არ სვამდა მათ. ამის გამო მაყურებელს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, – განაცხადა RTV-ს წამყვანმა.

მისი თქმით, RTV-ის თანამშრომელთა ნაწილი იბრძოდა იმისთვის, რომ ამ კომპანიის ჟურნალისტებსა და რედაქტორებს ემუშავათ თავისუფლად და ეთიკური პრინციპების დაცვით.

„სამწუხაროდ, ეს ბრძოლა დროულად ვერ მოვიგეთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, — განაცხადა ერორმა.

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნები ორწლიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა, რომლის სათავეშიც სტუდენტები იდგნენ. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა. სტუდენტების მიერ ორგანიზებულ მოძრაობასთან მარცხი აღიარა ალექსანდრ ვუჩიჩმა. ამით სერბეთში ვუჩიჩის მრავალწლიანი მმართველობა სრულდება. ქვეყნის მმართველობაში იგი 2014 წლიდან იმყოფება.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალი წელი არ ასრულებდა თავის ფუნქციას. იგი დუმდა, თვალს ხუჭავდა, მოვლენებს ცალმხრივად აშუქებდა, აქვეყნებდა მასალებს კრიტიკული ანალიზის გარეშე, არ სვამდა სწორ კითხვებს ან საერთოდ არ სვამდა მათ. ამის გამო მაყურებელს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“
„სამწუხაროდ, ეს ბრძოლა დროულად ვერ მოვიგეთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“
ერორი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვუჩიჩი არჩევნების შედეგებზე: ამ რევოლუციას მხარს უჭერდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და ამერიკის "დიფ სთეითი", რომელიც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგაა განწყობილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები