კობახიძემ ბავშვების მოწამვლაზე კომენტარი გააკეთა და კომპანიების პასუხისმგებლობა არ გამორიცხა
ირაკლი კობახიძემ ბაგა-ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კომპანიების ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

ირაკლი კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ თუ მომხდარში კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება.
ხდება თუ არა ბაგა-ბაღებში შესატანი პროდუქტების კონტროლი - ამ კითხვაზე, მთავრობის მეთაური ამბობს "ზოგადად, კონტროლი ხდება".
არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას.
როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს მე წინ ვერ გავუსწრებ. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება. თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარი“,- აღნიშნა კობახიძემ.
„პირველების“ ინფორმაციით, მომწოდებელი კომპანიების საწყობები დალუქულია, აღებულია პროდუქციის სინჯები, კომპანიების წარმომადგენლები კი უკვე გამოკითხეს.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა:
59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.
ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
20 სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური
ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება - დაწყებულია გამოძიება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას
საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო • POSTV
7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება
ბავშვები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ თბილისის 20 ბაღში
20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება – დაიწყო გამოძიება
ბაგა-ბაღის 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული - როგორია მათი მდგომარეობა
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება
საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი, ბავშვების ინტოქსიკაციას რძის პროდუქტს, ნაწილი კი ხორცს უკავშირებს
"მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა" - №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო •
თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის
თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ფინანსური პოლიციის და სეს-ის თანამშრომლები მუშაობენ
ანალიზებში საკვებით ინტოქსიკაცია დასტურდება, ყველა ბავშვს იგივე პასუხი მოუვიდა - ბაღის აღსაზრდელის მშობელი
"რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი ბაგა-ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებულებზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…