"მტკიცებით ფორმაში [საუბარი] იქნებოდა არასწორი" - კალაძე საბავშვო ბაღებში მოწამლულ ბავშვებზე პირველ...
თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების სავარაუდო საკვებით მოწამვლის საქმეზე, რომელთა რაოდენობამაც ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით 100-ს გადააჭარბა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბაღებში მოქმედებს ასპის საერთაშორისო სტანდარტი და მტკიცებით ფორმაში საუბარი ნაადრევია. საგამოძიებო უწყების ცნობით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს.
!["მტკიცებით ფორმაში [საუბარი] იქნებოდა არასწორი" - კალაძე საბავშვო ბაღებში მოწამლულ ბავშვებზე პირველ...](/thumb/17062-960-58c9b292.webp)
კალაძის თქმით, თბილისის ბაღებში 60 000 -ზე მეტი ბავშვი დადის.
"2023 წლიდან დავნერგეთ ასპის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლიდან, მომწოდებლიდან ბოლო ბენეფიციარამდე სრული კონტროლი განხორციელდეს საკვები პროდუქტების. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმებული ოქმები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ არცერთ პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები" - თქვა კალაძემ და დაამატა, რომ მას ესმის მშობელთა შეშფოთებაც და ბავშვებსაც ჯანმრთელობა უსურვა.
ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობამ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, 100-ს გადააჭარბა. საუბარია მხოლოდ მათზე, ვინც კლინიკებს მიმართა - ბავშვების ნაწილს მშობლები სახლში მკურნალობენ.
თბილისის ოც საბავშვო ბაღში, სავარაუდოდ, საკვებით მოწამლულია სულ მცირე 55 ბავშვი და ერთი აღმზრდელი. 18 სექტემბერს, „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“, შვიდმა საბავშვო ბაღმა არ მიიღო აღსაზრდელები.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის დამზადება რეალიზაციას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, 18 სექტემბერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოთხ ბაგა ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. გამოკითხეს 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია“, - ამბობენ საგამოძებო უწყებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიმინისტრი სარჯველაძე ამბობს, რომ ბაღებში მოწამლული ბავშვების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
- TV პირველიმიხეილ სარჯველაძის თქმით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
- BM.GE100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - ჯანდაცვის მინისტრი
- TV პირველიიაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია
- პირველი არხიმიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი
- ნეტგაზეთისარჯველაძე: 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
- ალია100-ზე მეტი ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია – რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა?” – სარჯველაძე
ციტატები სტატიიდან
„2023 წლიდან დავნერგეთ ასპის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლიდან, მომწოდებლიდან ბოლო ბენეფიციარამდე სრული კონტროლი განხორციელდეს საკვები პროდუქტების. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმებული ოქმები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ არცერთ პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…