პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ფინანსური პოლიციის და სეს-ის თანამშრომლები მუშაობენ

თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში, სადაც ბავშვებისა და პედაგოგების ინტოქსიკაციის ფაქტები დაფიქსირდა, ფინანსური პოლიციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ. სეს-ის წარმომადგენლები საკვებს ლუქავენ, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე ბაღში შეჩერდა.

თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ფინანსური პოლიციის და სეს-ის თანამშრომლები მუშაობენ
TV პირველი

თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ამ წუთებში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, სეს-ის წარმომადგენლები ყველა საკვებს ლუქავენ, იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია ბავშვების და პედაგოგების ინტოქსიკაცია.

მინიმუმ 20 ბაღში მოწამლულია 50-ზე მეტი მოზარდი. საავადმყოფოებში შეყვანილ მოზარდებს ერთნაირი სიმპტომები აქვთ. რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი - ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა:

59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.

ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 9ოპოზიციური 11
  1. იმედინიუსისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  2. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
  3. პირველი არხისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  4. BM.GEოპოზიციურითბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური
  5. TV პირველიოპოზიციურიინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება - დაწყებულია გამოძიება
  6. პირველი არხისამთავრობოთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას
  7. POSTVსამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო • POSTV
  8. BM.GEოპოზიციური7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბავშვები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ თბილისის 20 ბაღში
  10. ბათუმელებიოპოზიციური20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება – დაიწყო გამოძიება
  11. TV პირველიოპოზიციურიბაგა-ბაღის 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული - როგორია მათი მდგომარეობა
  12. რუსთავი 2სამთავრობობაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
  13. ალიაოპოზიციურიინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება
  14. ალიაოპოზიციურისაბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი, ბავშვების ინტოქსიკაციას რძის პროდუქტს, ნაწილი კი ხორცს უკავშირებს
  15. რუსთავი 2სამთავრობო"მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა" - №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი
  16. POSTVსამთავრობობაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო •
  17. ნეტგაზეთიოპოზიციურითბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის
  18. TV პირველიოპოზიციურიანალიზებში საკვებით ინტოქსიკაცია დასტურდება, ყველა ბავშვს იგივე პასუხი მოუვიდა - ბაღის აღსაზრდელის მშობელი
  19. რუსთავი 2სამთავრობო"რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი ბაგა-ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებულებზე
  20. BM.GEოპოზიციურითუ კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც დადგება | პრემიერი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ბაგა-ბაღების მენიუდან დროებით რძის პროდუქტი ამოიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები