პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის

თბილისის ბაგა-ბაღებში 55 ბავშვი და ერთი მასწავლებელი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში მოხვდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და ჩხრეკები ჩაატარა ბაღებსა და საკვების მიმწოდებელ კომპანიებში. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, ხოლო ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის
ნეტგაზეთი

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, წუხელ კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.

ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

უფრო მეტი გავიგეთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, რომელმაც მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო და ჩხრეკები ჩაატარა იმ კომპანიებში, რომლებიც ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კლინიკებს მიმართეს თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელმა და ერთმა მასწავლებელმა.

თუმცა, არ არის გამორიცხული მოწამლული ბავშვებისა და აღმზრდელების რაოდენობა მეტიც იყოს და მათ კლინიკებისთვის მიმართული არ ჰქონდეთ.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში კლინიკაში სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ტოქსიკური მოვლენებით მათთან 14 აღსაზრდელი შეიყვანეს. მისი თქმით, მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში პირღებინებითა და გასტროენტერიტის სიმპტომებით შეიყვანეს.

ექიმის თანახმად, ამჟამად არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა და დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ექიმების გადაწყვეტილებით, ისინი დაკვირვების მიზნით ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან და სახლში არ ეწერებიან.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს (მათ შორის, უკავშირდება თუ არა ის ბაღის საკვებს), ექიმი აღნიშნავს, რომ მხოლოდ კლინიკური კვლევებით ამ ეტაპზე მიზეზის დადგენა შეუძლებელია და შესაბამისად, დიაგნოზს კონკრეტულ ფაქტორს ჯერჯერობით ვერ უკავშირებენ.

თბილისის საჯარო ბაღებში სავარაუდოდ მოწამლულ ბავშვებს გასტროენტერიტი აღენიშნებათ — ეს არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, რომელიც ვლინდება ღებინებით, მუცლის ტკივილით, დიარეით თუ ცხელებით.

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა სოფო ცერცვაძემ განუცხადა. იაშვილის კლინიკაში 9 ბავშვი შეიყვანეს, აქედან 4 უკვე გაწერილია ბინაზე, 5 კი სტაციონარში რჩევა.

„ძირითადი სიმპტომები არის გასტროენტერიტი — ღებინება, მუცლის ტკივილი… ეს ვირუსის სიმპტომიც შეიძლება იყოს და ინტოქსიკაციისაც და ბევრი რამის… კონკრეტულად რაიმე ინტოქსიკაციას უკავშირდება თუ არა, ამის დასადგენად მოკვლევა დაწყებულია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და დაადგენენ. გასტროენტერიტი და ღებინებით მიმდინარე ბევრი ვირუსი და ბევრი ბაქტერია არსებობს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში გამომწვევი რა იყო, ამის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი“, — განაცხადა სოფო ცერცვაძემ.

მშობლები ვარაუდობენ, რომ ინტოქსიკაცია ხორცეულმა ან რძის პროდუქტებმა გამოიწვია. ზოგიერთი ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვებმა ინტოქსიკაციამდე ბაღში საქონლის ხორცისაგან დამზადებულ კატლეტი მიირთვეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.

საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი “ლელოდან”, საბა ბუაძე ამბობს, რომ საკვების მიწოდება ხდება ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საშუალებით. კერძების მომზადება უშუალოდ ბაღებში ხდება.

მისივე თქმით, 2024-2025 წლებში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს აჭარბებდა, “რაც ძალიან დიდი თანხაა”.

ბუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უსაფრთხოების რა სტანდარტებია ბაღებში.

“საკრებულოში მაგის გასარკვევად რამდენჯერმე დავიბარეთ კორუფციაში მხილებული თანამდებობის პირები, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის არქონის გამო კანონის დარღვევით არ გამოცხადდნენ ჩვენი ფრაქციის სხდომაზე. ბოლო პერიოდში ბაღებში არსებული კვება გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით, თუმცა ყველას გვახსოვს როგორ აღიარა ბაღების ხარჯზე ფულის კეთება ქართულმა ოცნებამ”, – წერს ბუაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 9ოპოზიციური 11
  1. იმედინიუსისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  2. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
  3. პირველი არხისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  4. BM.GEოპოზიციურითბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური
  5. TV პირველიოპოზიციურიინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება - დაწყებულია გამოძიება
  6. პირველი არხისამთავრობოთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას
  7. POSTVსამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო • POSTV
  8. BM.GEოპოზიციური7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბავშვები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ თბილისის 20 ბაღში
  10. ბათუმელებიოპოზიციური20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება – დაიწყო გამოძიება
  11. TV პირველიოპოზიციურიბაგა-ბაღის 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული - როგორია მათი მდგომარეობა
  12. რუსთავი 2სამთავრობობაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
  13. ალიაოპოზიციურიინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება
  14. ალიაოპოზიციურისაბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი, ბავშვების ინტოქსიკაციას რძის პროდუქტს, ნაწილი კი ხორცს უკავშირებს
  15. რუსთავი 2სამთავრობო"მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა" - №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი
  16. POSTVსამთავრობობაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო •
  17. TV პირველიოპოზიციურითბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ფინანსური პოლიციის და სეს-ის თანამშრომლები მუშაობენ
  18. TV პირველიოპოზიციურიანალიზებში საკვებით ინტოქსიკაცია დასტურდება, ყველა ბავშვს იგივე პასუხი მოუვიდა - ბაღის აღსაზრდელის მშობელი
  19. რუსთავი 2სამთავრობო"რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი ბაგა-ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებულებზე
  20. BM.GEოპოზიციურითუ კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც დადგება | პრემიერი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები