საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი, ბავშვების ინტოქსიკაციას რძის პროდუქტს, ნაწილი კი ხორცს უკავშირებს
თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ინტოქსიკაციის ნიშნები 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მშობლების ნაწილი ბავშვების მოწამვლას რძის პროდუქტს უკავშირებს, ნაწილი კი – კატლეტს.

თბილისის 182-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, ნათია ბედენაშვილი, რომლის შვილიც, არსებული ინფორმაციით, ბაღში მოიწამლა, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვების ინტოქსიკაცია რძემ გამოიწვია.
როგორც მშობელი განმარტავს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა და უთხრეს, რომ საკითხის მოკვლევა დაწყებული აქვთ.
„საღამოს ბავშვი რომ მოვიდა ბაღიდან, დაიძინა და რომ გაიღვიძა, ღებინება დაეწყო, 3-ჯერ აერია გული, მუცელი ასტკივდა და მაღალი სიცხე ჰქონდა. სოციალურ ქსელში რომ შევედი, ვნახე აქტიურად იწერებოდა ინტოქსიკაციაზე. ჩემი შვილი ჯერ საავადმყოფოში არ გადამიყვანია, ამ ეტაპზე სახლშია. მასწავლებელსაც ვესაუბრე და მითხრა, რომ ბაღში არავინ მივიდა, ყველა ბავშვი ცუდად არისო. სავარაუდოდ, ბაქტერიებით დაბინძურებული რძით მოიწამლნენ, მსგავსი ინტოქსიკაციის ნიშნები, ბაქტერიას ახასიათებს. ჩემმა შვილმა კარაქიანი პური ვჭამე და შემდეგ რძე დავლიეო, სხვა არაფერი უჭამია. სხვა მოწამლული ბავშვების მშობლებიც ამბობენ, რომ მათმა შვილებმა რძე მიიღეს. დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რძის ნაწარმმა გამოიწვია.
მასწავლებელმა მითხრა, ისეთი ცუდი პროდუქტი შემოდის ბაღში, მშობლებს ვეუბნები, რომ არ აჭამონ ბაღში, სახლში გამოკვებონ ბავშვები ბაღში მოსვლამდეო. სურსათის ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდი და მოვითხოვე პასუხი, თუ ამოწმებენ საჭმელს, მაშინ, რატომ შეიპარა გაფუჭებული საჭმელი, მითხრეს, დავიწყეთ მოკვლევაო“,- აღნიშნავს ნათია ბედენაშვილი.
124-ე ბაღის მშობელთა ნაწილი კი, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მათი ბავშვების ინტოქსიკაცია კატლეტმა გამოიწვია.
ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ.
მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსისაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- რუსთავი 2თბილისის 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- პირველი არხისაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- BM.GEთბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური
- TV პირველიინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება - დაწყებულია გამოძიება
- პირველი არხითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას
- POSTVსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო • POSTV
- BM.GE7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება
- რადიო თავისუფლებაბავშვები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ თბილისის 20 ბაღში
- ბათუმელები20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება – დაიწყო გამოძიება
- TV პირველიბაგა-ბაღის 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული - როგორია მათი მდგომარეობა
- რუსთავი 2ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
- ალიაინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება
- რუსთავი 2"მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა" - №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი
- POSTVბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო •
- ნეტგაზეთითბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის
- TV პირველითბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ფინანსური პოლიციის და სეს-ის თანამშრომლები მუშაობენ
- TV პირველიანალიზებში საკვებით ინტოქსიკაცია დასტურდება, ყველა ბავშვს იგივე პასუხი მოუვიდა - ბაღის აღსაზრდელის მშობელი
- რუსთავი 2"რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი ბაგა-ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებულებზე
- BM.GEთუ კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც დადგება | პრემიერი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…