ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისის 190 ბაგა-ბაღის კვებაზე 215,800,000 ლარი იხარჯება - ექსპერტი ბავშვების ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის 190 საბავშვო ბაღის კვებაზე 215,800,000 ლარი იხარჯება, ხოლო პროდუქტების შესყიდვას მერიის ნაცვლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს. ექსპერტი მერიასა და სახელმწიფო უწყებებს ბავშვების ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო ეპიდემიოლოგიური რისკების გამო 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

თბილისის 190 ბაგა-ბაღის კვებაზე 215,800,000 ლარი იხარჯება - ექსპერტი ბავშვების ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს
თბილისის 190 ბაგა-ბაღის კვებაზე 215,800,000 ლარი იხარჯება - ექსპერტი ბავშვების ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებსTV პირველი

ეკონომიკის ესპერტის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის 190 ბაგა-ბაღის დაფინანსებაზე წლიურად 280 მილიონი იხარჯება, აქედან 215,800,000 ლარი კვების ხარჯებზე მოდის.

როგორც "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი სოცილაურ ქსელში წერს, ბოლო წლებში კვების პროდუქტების შესყიდვას თბილისის მერიის შესაბამისი უწყების ნაცვლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (ახლა უკვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) ახორციელებს.

შესაბამისად, ექსპერტი ბაგა-ბაღებსი აღსაზრდელების ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას და სახელმწიფო უწყებებს აკისრებს

"კორუფცია, უპასუხისმგებლობა და უცოდინრობა სამწუხაროდ წამლავს კიდეც" - წერს ირაკლი აბესაძე.

თბილისის 190 საბავშვო ბაგა-ბაღის სისტემის დაფინანსებაზე წლიურად 280 მილიონი ლარი იხარჯება!!! აქედან უშუალოდ საბავშვო ბაგა-ბაღების დაფინანსება, მათ შორის კვების ხარჯი, 215,800,000 ლარია!!!

❗️საინტერესოა, რომ ბოლო წლებში კვების პროდუქტების შესყიდვას თბილისის მერიის შესაბამისი უწყების ნაცვლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (ახლა უკვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) ახორციელებს.

❗️ თუ, მაგალითად, ხაშური, წალენჯიხა, ხელვაჩაური, ჩხორუწყუ, ამბროლაური, ხონი, ყაზბეგი და სხვა მუნიციპალიტეტები თავისი საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის კვებითი პროდუქტების შეძენას თავად ახორციელებენ, მაშინ რატომ არ აკეთებს ამას ყველაზე მსხვილი და პრინციპში, ყველაზე ავტონომიური მუნიციპალიტეტი - თბილისი?! იმიტომ ხომ არა, რომ კალაძის მერიის კორუფციამ ისე შეაწუხათ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებაც ვერ ანდეს?!

❗️ ანუ, მომხდარზე პასუხისმგებელია როგორც თბილისის მერია, ისე სახელმწიფო უწყებებიც.

❗️ასეა, კორუფცია, უპასუხისმგებლობა და უცოდინრობა სამწუხაროდ წამლავს კიდეც!!!"- წერს ირაკლი აბესაძე.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა:

59-ე,

124 -ე,

22-ე,

109-ე,

46 -ე,

121-ე,

79-ე.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კორუფცია, უპასუხისმგებლობა და უცოდინრობა სამწუხაროდ წამლავს კიდეც“
ირაკლი აბესაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.