პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი ბაგა-ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებულებზე

თბილისის ბაგა-ბაღებში სავარაუდო მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. კლინიკებში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი გადაიყვანეს, რომელთა მდგომარეობაც ამჟამად სტაბილურია. ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, პაციენტებს აქვთ გასტროენტერიტის სიმპტომები და ისინი კლინიკურ მონიტორინგს გადიან. რისკების თავიდან ასაცილებლად 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

"რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი ბაგა-ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებულებზე
რუსთავი 2

თბილისის ბაგა-ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. დედაქალაქში მდებარე 20 სააღმზრდელო დაწესებულებიდან სხვადასხვა კლინიკაში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი გადაიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

მოზარდების მდგომარეობასა და კლინიკაში მიმდინარე სამედიცინო დაკვირვების პროცესზე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ისაუბრა.

"გუშინ საღამოს შემდეგ ეტაპობრივად შემოდიოდნენ პაციენტები 2-დან 5-წლამდე ასაკის გასტროენტერიტის მოვლენებით, ანუ, დიარეით და ღებინებით, უფრო ღებინება პრევალირებდა. მდგომარეობა მძიმე არცერთის არ იყო, ამჟამად, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, უბრალოდ, ამჟამად ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი, სითხის დანაკარგის შევსება და შემდგომი ლაბორატორიული კვლევები, ამიტომ, აგრძელებენ მკურნალობას კლინიკაში," - აცხადებს მაია ჩხაიძე.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებებსა და ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების ობიექტებში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს. ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რისკების დაზღვევის მიზნით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 12
  1. იმედინიუსისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  2. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
  3. პირველი არხისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  4. BM.GEოპოზიციურითბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური
  5. TV პირველიოპოზიციურიინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება - დაწყებულია გამოძიება
  6. პირველი არხისამთავრობოთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას
  7. POSTVსამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო • POSTV
  8. BM.GEოპოზიციური7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბავშვები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ თბილისის 20 ბაღში
  10. ბათუმელებიოპოზიციური20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება – დაიწყო გამოძიება
  11. TV პირველიოპოზიციურიბაგა-ბაღის 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული - როგორია მათი მდგომარეობა
  12. რუსთავი 2სამთავრობობაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
  13. ალიაოპოზიციურიინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება
  14. ალიაოპოზიციურისაბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი, ბავშვების ინტოქსიკაციას რძის პროდუქტს, ნაწილი კი ხორცს უკავშირებს
  15. რუსთავი 2სამთავრობო"მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა" - №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი
  16. POSTVსამთავრობობაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო •
  17. ნეტგაზეთიოპოზიციურითბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის
  18. TV პირველიოპოზიციურითბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ფინანსური პოლიციის და სეს-ის თანამშრომლები მუშაობენ
  19. TV პირველიოპოზიციურიანალიზებში საკვებით ინტოქსიკაცია დასტურდება, ყველა ბავშვს იგივე პასუხი მოუვიდა - ბაღის აღსაზრდელის მშობელი
  20. BM.GEოპოზიციურითუ კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც დადგება | პრემიერი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გუშინ საღამოს შემდეგ ეტაპობრივად შემოდიოდნენ პაციენტები 2-დან 5-წლამდე ასაკის გასტროენტერიტის მოვლენებით, ანუ, დიარეით და ღებინებით, უფრო ღებინება პრევალირებდა. მდგომარეობა მძიმე არცერთის არ იყო, ამჟამად, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, უბრალოდ, ამჟამად ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი, სითხის დანაკარგის შევსება და შემდგომი ლაბორატორიული კვლევები, ამიტომ, აგრძელებენ მკურნალობას კლინიკაში,“
მაია ჩხაიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საბავშვო ბაღებში პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული ლაბორატორიული კვლევები - კახა კალაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები