"მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა" - №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი
თბილისის ბაგა-ბაღებში მასიური ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელს და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა, რის გამოც ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. რისკების დაზღვევის მიზნით 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

ბაგა-ბაღებში მასიური ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა. ისინი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
სააღმზრდელო დაწესებულებებსა და ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების ობიექტებში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე.
ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.
თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის, მარინა კობაჩიშვილის განცხადებით, ბაღში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ შევიდა, რაც აღსაზრდელები მშობლებმა ბაღიდან გაიყვანეს.
"ჩვენთან ეს ინფორმაცია მოვიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი აღსაზრდელები გაიყვანეს საბავშვო ბაღიდან მშობლებმა. ეტაპობრივად შემოდიოდა ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს აღენიშნებოდათ გულისრევა და ფაღარათი. სურსათის უვნებლობის სამსახურია შემოსული ამ ეტაპზე და მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა ამ პროდუქტებს", - აცხადებს თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი მარინა კობაჩიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
20 სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური
ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება - დაწყებულია გამოძიება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას
საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო • POSTV
7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება
ბავშვები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ თბილისის 20 ბაღში
20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება – დაიწყო გამოძიება
ბაგა-ბაღის 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული - როგორია მათი მდგომარეობა
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება
საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი, ბავშვების ინტოქსიკაციას რძის პროდუქტს, ნაწილი კი ხორცს უკავშირებს
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო •
თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის
თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ფინანსური პოლიციის და სეს-ის თანამშრომლები მუშაობენ
ანალიზებში საკვებით ინტოქსიკაცია დასტურდება, ყველა ბავშვს იგივე პასუხი მოუვიდა - ბაღის აღსაზრდელის მშობელი
"რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი ბაგა-ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებულებზე
თუ კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც დადგება | პრემიერი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…