ერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე ჩვენ შემოვაბრუნეთ ფაქტობრივად წაგებული საქმეები სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმისა, გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში - შალვა პაპუაშვილი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს დავებზე
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმებზე შემოაბრუნა წაგებული საქმეები და ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში საქმეები არასწორად მიმდინარეობდა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებდა, მათ შორის ახსენა საია, რომელიც მისი მტკიცებით რუსეთის მხარეს იბრძოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმებზე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში წაგებული ან არასწორად წარმოებული საქმეების შეცვლა შეძლო და სტრასბურგისა და ჰააგის მიმართულებით წარმატებებს მიაღწია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ სამართლებრივად უნდა გააგრძელოს რუსეთისთვის საერთაშორისო ვალდებულებებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობის შეხსენება, რათა საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს.
"გზა, რომელიც ჩვენ არჩეული გვაქვს, არის ის, რომ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე, ერთი, რომ ჩვენ შემოვაბრუნეთ ფაქტობრივად წაგებული საქმეები სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმისა, რომელმაც მტკიცებულებების არგამაგრებით და დამაგრებით, იმით, რომ არასწორად იქნა წარმოებული პროცესები. მათ შორის, ერთი პროცესი მათ წააგეს საერთაშორისო სასამართლოში, უფრო სწორად, არც კი მიიღო წარმოებაში, იმდენად არასწორად იყო მიმართვა და ამით შანსი დაგვიკარგეს ჩვენც, შემდეგ ხელისუფლებას, ვინაიდან ერთხელ უკვე უარყოფილი საჩივარი იყო და ხელმეორედ ვეღარ მიმართავდა საქართველო საერთაშორისო სასამართლოს, სადაც იქნებოდა სარჩელი სახელმწიფოსი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ საქართველოსი რუსეთის წინააღმდეგ და ეს შანსი "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა დააკარგვინა ამ ქვეყანას, რომ სამართლებრივად იქაც დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე.
და მეორე - ჰააგა და სტრასბურგი ფაქტობრივად იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი "ნაცმოძრაობას". საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ჩართული იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, "საია" მათ შორის, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ სამართლებრივად და სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა რაღაც არგუმენტებს რუსეთს, "საია".
ეს ყველაფერი შემოაბრუნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულარულად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად და არ დავავიწყოთ უპირველ ყოვლისა სამყაროს და შევახსენოთ რუსეთს, რომ არის შესასრულებელი შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ჰააგასა და სტრასბურგში „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ მიჰყავდა პროცესი, ეს შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“
- POSTVშალვა პაპუაშვილი: “საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე
ციტატები სტატიიდან
„ხელისუფლებამ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულარულად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად და არ დავავიწყოთ უპირველ ყოვლისა სამყაროს და შევახსენოთ რუსეთს, რომ არის შესასრულებელი შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…