ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ჰააგასა და სტრასბურგში „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ მიჰყავდა პროცესი, ეს შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროცესები, რომელშიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებიც, კერძოდ „საია“ მონაწილეობდნენ. პაპუაშვილის თქმით, ეს პროცესები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შემოაბრუნა და ყველა სასამართლოში გაიმარჯვა.

შალვა პაპუაშვილი – ჰააგასა და სტრასბურგში „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ მიჰყავდა პროცესი, ეს შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“
შალვა პაპუაშვილი – ჰააგასა და სტრასბურგში „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ მიჰყავდა პროცესი, ეს შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“პირველი არხი

ჰააგასა და სტრასბურგში, ფაქტობრივად, იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ჩართული იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგნაზაციები, საია, რომელიც სამართლებრივად რუსეთის მხარეს იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.

„გზა, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე, არის ერთი, რომ ჩვენ შემოვაბრუნეთ, ფაქტობრივად, წაგებული საქმეები სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის, რომელმაც მტკიცებულებების არგამაგრებით, იმით, რომ არასწორად იქნა წარმოებული პროცესები, მათ შორის, ერთი პროცესი წააგეს საერთაშორისო სასამართლოში, უფრო სწორად არცკი მიიღო წარმოებაში, იმდენად არასწორად იყო მიმართვა, ამით შანსი დაგვიკარგეს ჩვენც, შემდეგ ხელისუფლებას, ვინაიდან ერთხელ უკვე უარყოფილი საჩივარი იყო და ხელმეორედ ვეღარ მიმართავდა საქართველო სასამართლოს, სადაც იქნებოდა სარჩელი სახელმწიფოს, ანუ საქართველოსი რუსეთის წინააღმდეგ. ეს შანსი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა დააკარგვინა ამ ქვეყანას, რომ სამართლებრივად იქაც დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე. ჰააგასა და სტრასბურგში, ფაქტობრივად, იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ჩართული იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგნაზაციები, მათ შორის, საია, რომელიც სამართლებრივად რუსეთის მხარეს იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, სტრასბურის სასამართლოს უმზადებდა არგუმეტებს რუსეთს საია. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. ახლა მნიშვნელოვანია, მიუხედავად, იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად რუსეთს და არ დავავიწყოთ სამყაროს, რომ არის შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება“, – განაცხადა პაპუშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები