პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სარჩელის საფუძველზე დადგინდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. მან ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის მიდგომები და მოუწოდა ორმაგი სტანდარტების დასრულებისკენ.

შალვა პაპუაშვილი: “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე
POSTV

“რაც შეეხება რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს სახელდებას, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი ეს სტატუსი გააფორმა სასამართლოს აქტით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი.

„კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე და ჩვენი მონდომებით დადგინდა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. უფრო მეტიც, ოკუპირებულია არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სწორედ ამ ომებიდან – 1990-იანი წლებიდან. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ეფექტიან კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ოკუპაცია. ასე რომ, სახელდება სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ტერმინ „ოკუპაციასთან“ დაკავშირებით ევროკავშირის მიდგომაზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება ოკუპაციას. ბოლო წლებამდე ევროკავშირი არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ განცხადებაში არ ამბობდა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს მოიხსენიებდა არა ოკუპირებულ ტერიტორიებად, არამედ სხვა ტერმინოლოგიით, როგორც საქართველოდან გამოხლეჩილ ტერიტორიებს. ჩვენი მუდმივი მოწოდებების შედეგად, ბოლო პერიოდში, ალბათ 1-2 წელია, რაც ზოგიერთ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ ჩასწორდა ეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი მოიხსენიებიან, ოღონდ კომბინაციაში – ოკუპირებულ და გამოყოფილ ტერიტორიებად, რაც ასევე მიუღებელია ჩვენთვის. ბოლოს და ბოლოს ევროკავშირი უნდა შეეშვას ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და ოკუპაციას დაარქვას ოკუპაციის სახელი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობორუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს სახელდებას, სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გააფორმა ეს სტატუსი სასამართლოს აქტით - შალვა პაპუაშვილი
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკა და საზოგადოების მხარდაჭერა რომ არა, მშვიდობის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა, ქვეყანა განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს სახელდებას, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი ეს სტატუსი გააფორმა სასამართლოს აქტით“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფის განცხადებაზე - ის, რომ ვითომ, რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესებზე ზრუნავენ, ფარისევლობაა - ისინი ჩვენს, ისევე როგორ უკრაინის თემას, რუსეთთან საკუთარი ანგარიშების გასასწორებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები