შალვა პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ, მაგალითად კი საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი შემოაბრუნა და ყველა სასამართლოში გაიმარჯვა.

საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებამ სამართლებრივად, რომ არის შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე, თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება.
„გზა, რომელიც არჩეული გვაქვს, არის ის, რომ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე შემოვაბრუნეთ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წაგებული საქმეები. ჰააგასა და სტრასბურგში, ფაქტობრივად იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი „ნაცმოძრაობას“. საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად, რომ არის შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე, თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ჰააგასა და სტრასბურგში „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ მიჰყავდა პროცესი, ეს შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“
- რუსთავი 2ერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე ჩვენ შემოვაბრუნეთ ფაქტობრივად წაგებული საქმეები სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმისა, გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში - შალვა პაპუაშვილი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს დავებზე
- POSTVშალვა პაპუაშვილი: “საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე
ციტატები სტატიიდან
„გზა, რომელიც არჩეული გვაქვს, არის ის, რომ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე შემოვაბრუნეთ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წაგებული საქმეები. ჰააგასა და სტრასბურგში, ფაქტობრივად იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი „ნაცმოძრაობას“. საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად, რომ არის შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე, თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…