ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უმძიმესი ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე პატიმრობაში რჩება - ქვეყნის ღალატსა და საბოტაჟში მხილებული დანაშაულს არ აღიარებს

საქართველოს პროკურატურა

ქვეყნის ღალატსა და საბოტაჟში ბრალდებული „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დიტო ჩუბინიძე პატიმრობაში რჩება. გამოძიების მტკიცებით, ის 9 თვის განმავლობაში ავრცელებდა ყალბ ცნობებს, თითქოს პრემიერ-მინისტრმა ტერიტორია გაასხვისა; ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

უმძიმესი ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე პატიმრობაში რჩება. ქვეყნის ღალატსა და საბოტაჟში მხილებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ "ასავალ დასავალის" წარმომადგენელი 9 თვის განმავლობაში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ტერიტორია გაასხვისა. გარდა ამისა, პროკურატურის თქმით, ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძის დადასტურებული თვითმკვლელობის მკვლელობად წარმოჩენასაც ცდილობდა.

პროკურატურა დღეს პატიმრობას ითხოვდა. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების საფრთხე.

დიტო ჩუბინიძის მიერ 2026 წლის თებერვლიდან სისტემატურად გავრცელებული ყალბი ინფორმაცია და უარგუმენტო ბრალდებები, პროკურატურამ გამოააშკარავა. მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ დადასტურდა, რომ "ასავალ დასავალის" წარმომადგენელი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განზრახ აზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. დაკავებულს რომ არანაირი მტკიცებულებები არ ჰქონდა, ამას მედიაში გავრცელებული დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს აუდიო ვერსიაც ადასტურებს. ამის მიუხედავად, ჩუბინიძის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება "ასავალ დასავალის" რედაქტორს, რომელიც ამტკიცებს, რომ საბოტაჟში მხილებულს უწყინარი შეკითხვის გამო ასამართლებენ.

ის, რაც ნადარეიშვილისთვის უწყინარი შეკითხვაა, მმართველი გუნდისთვის ქვეყნის ღალატად ფასდება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ როცა ადამიანი სისტემატურად ავრცელებს დეზინფორმაციას, თან ისეთ საკითხზე როგორიც დავით გარეჯია, აშკარაა რომ ის ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობს.

უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“გაქვთ საკმარისი მტკიცებულებები?”– ქარტია პროკურატურას დიტო ჩუბინიძის დაკავებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები