ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„არა ვარ მე საშიში კაცი“ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურა

სასამართლომ დიტო ჩუბინიძეს დავითგარეჯის საქმეზე საბოტაჟისა და სამშობლოს ღალატის მუხლებით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი „ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა“.

„არა ვარ მე საშიში კაცი“ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
„არა ვარ მე საშიში კაცი“ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდარადიო თავისუფლება

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვე. მე სამშობლოსთვის არ მიღალატია. არავითარი საბოტაჟი არ ჩამიდენია... ჩიჩხიტურის კოშკთან დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე აზერბაიჯანის ჯარს ვერანაირი მტკიცებულებით ვერ გავანადგურებ. არა ვარ მე საშიში კაცი, არც გამქცევი და დამმალავი კაცი. ამ სასამართლოდან მე გამოვალ გამართლებული... ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორის და ჟურნალისტის წინააღმდეგ“
დიტო ჩუბინიძე
„ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის - ლაზარე ჯორბენაძის - გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი [ირაკლი კობახიძის] მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“
ბექა კვიციანი
„დომენტი ჩუბინიძე თუ წავა ციხეში, სხვა ჟურნალისტებისთვის ეს იქნება მსუსხავი ეფექტი“
„მისი ქმედებები ცალსახად არის გამიჯნული მისი ჟურნალისტური საქმიანობისგან. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რაც საქმეში ასევე მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი და ამან, რა თქმა უნდა, არსებითად დააზიანა სახელმწიფო ინტერესები“
ანი ხუბეჯაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები