დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა.

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
პროცესს ესწრებოდა, თავად ბრალდებულიც. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა.
"სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ფაქტი, რომელზეც ვსაუბრობდი ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუში.
ყველა ჩემი შემდგომი განცხადება ემყარებოდა და ეფუძნებოდა იმ რეალობას, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა.
არ ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ", - თქვა დიტო ჩუბინიძემ სხდომაზე, მისი სიტყვა "ინტეპრესნიუსმა" გაავრცელა.
პროკურატურამ განმარტებით, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ნეტგაზეთიივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ — „ასავალ-დასავლის“ რედაქტორს პატიმრობა შეუფარდეს
- TV პირველი"ასავალ-დასავალის" რედაქტორს, დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
- ალია“მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე” – დიტო ჩუბინიძედ პატიმრობა შეეფარდა
- TV პირველი„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე" - დიტო ჩუბინიძის სირტყვა სასამართლოზე
- რადიო თავისუფლება„არა ვარ მე საშიში კაცი“ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
ციტატები სტატიიდან
„სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ფაქტი, რომელზეც ვსაუბრობდი ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუში. ყველა ჩემი შემდგომი განცხადება ემყარებოდა და ეფუძნებოდა იმ რეალობას, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა. არ ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…