ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ — „ასავალ-დასავლის“ რედაქტორს პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

სასამართლომ „ასავალ-დასავლის“ რედაქტორ დიტო ჩუბინიძეს, რომელსაც სახელმწიფო ღალატსა და საბოტაჟს ედავებიან, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა“ და მის წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი ხორციელდება.

ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ — „ასავალ-დასავლის“ რედაქტორს პატიმრობა შეუფარდეს
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ — „ასავალ-დასავლის“ რედაქტორს პატიმრობა შეუფარდესნეტგაზეთი

ქვეყნის ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს, „ასავალ-დასავლის“ რედაქტორს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება დღეს, 23 ოქტომბერს, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს.

„სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია.

თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე.

არა ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, — თქვა სასამართლოში დიტო ჩუბინიძემ.

უფრო კონკრეტულად ბრალდების შესახებ: ჟურნალისტს საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის საბოტაჟს, სამშობლოს ღალატს ედავებიან.

ამონარიდები პროკურატურის განცხადებიდან: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

[…] ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსათვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით”.

დიტო ჩუბინიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმეზე მტკიცებულებების სახით არა რაიმე გასაიდუმლოებული დოკუმენტი, არამედ ჟურნალისტის საჯარო გამოსვლები და მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები ფიგურირებს.

ჩუბინიძის დაკავება შურისძიებად შეაფასა „ასავალ-დასავლის“ მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ნადარეიშვილმა და ხელისუფლებას მოუწოდა, ისიც დააკავონ. ნადარეიშვილის განცხადებით, ჟურნალისტს საბოტაჟისა და ღალატის ბრალდება მხოლოდ იმის გამო წაუყენეს, რომ მან დავით გარეჯის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით კითხვები დასვა და ინტერვიუ ჩაწერა პირთან [ლაზარე ჯორბენაძესთან] რომელმაც მთავრობა მიწების გასხვისებაში დაადანაშაულა.

რა ხდება:

ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავლის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის ამბობდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავით გარეჯის ნაწილი.

ეს ინტერვიუ ჯორბენაძესთან სწორედ დიტო ჩუბინიძემ ჩაწერა და გამოაქვეყნა.

ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.

მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ბრალდების ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ მეხუთე წერილში თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

პროკურატურის განცხადებით, „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ამისა, უწყებამ საჯარო პოსტების გამო არაერთი ოპოზიციონერი დაიბარა გამოკითხვაზე, გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილიც.

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შემდეგ დავით გარეჯის საკითხზე საუბარს აგრძელებდა დიტო ჩუბინიძე. ის მკაცრად აკრიტიკებდა ირაკლი კობახიძეს და ითხოვდა პასუხს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. „ოცნების“ მხარდამჭერებმა მის წინააღმდეგაც ააგორეს კამპანია სოცქსელებში. ამ ამბების შემდეგ ასავალ-დასავალმა „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა გააძლიერა. გაზეთი გამოდის საგანგებო აღნიშვნით, რომ დღეს საქართველოში 1937 წელია.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. არა ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“
დიტო ჩუბინიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დიტო ჩუბინიძე განსასჯელის სკამზე - სასამართლო ჟურნალისტის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები