ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გაბუნია ჩუბინიძეზე: ამ ადამიანმა რაც გააკეთა, იყო ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები

გიორგი გაბუნიას განცხადებით, დაკავებულმა დიტო ჩუბინიძემ „ასავალ-დასავალიდან“ უბინძურესი ბრალდებებით ქვეყნის ინტერესები დააზიანა და აზერბაიჯანთან დელიმიტაციას საფრთხე შეუქმნა. გამოძიების ცნობით, ის ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს პრემიერმა დავით გარეჯის ნაწილი გაასხვისა.

"ასავალ-დასავალის" მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი დიტო ჩუბინიძის დაკავების ფაქტს ვრცელი წერილით ეხმაურება. ის ამტკიცებს, რომ ჩუბინიძე "უწყინარი შეკითხვის" გამო ისჯება.

მმართველ გუნდში ჩუბინიძის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნადარეიშვილი "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის მხრიდან ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ქმედებების მსუბუქ კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, "ასავალ-დასავალი" არის კანტორა, რომელიც უბინძურეს ბრალდებებს უყენებდა საქართველოს, რამაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები.

"ეს არის კანტორა, რომელიც უბინძურეს ბრალდებებს უყენებდა ჩვენს სახელმწიფოს, რამაც რეალურად საფრთხე შეუქმნა იმ მოლაპარაკების და დელიმიტაციის პროცესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან.

ეს ადამიანი შეეცადა, რომ ჩვენი ქვეყანა დაეზიანებინა, მის მიერ შეთითხნილი იმ ბინძური ბრალდებებით, რასთან დაკავშირებითაც ის საუბრობდა. ამიტომ მოუწევს, სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულებები და არგუმენტები და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

კრიტიკა და ბინძური ბრალდება უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ამ ადამიანმა რაც გააკეთა, ეს იყო ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გამოძიების ინფორმაციით, "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელს დიტო ჩუბინიძეს სამშობლოს ღალატის - საბოტაჟის მუხლით ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები