ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტიგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს პარლამენტის წევრები თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ და „შუა დერეფნის“ ქვეყნების უნივერსიტეტების ალიანსის შექმნის საკითხი განიხილეს, აცხადებს მარიამ ლაშხი.

მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ
მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენPOSTV

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) პრეზიდენტს, პროფესორ ეროლ ოზვარს შეხვდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის აკადემიური კავშირების განმტკიცების, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების ალიანსის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი აკადემიური ინიციატივების განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ლაშხი თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები