პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტიგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს პარლამენტის წევრები თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ. მარიამ ლაშხის განცხადებით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის აკადემიური კავშირების განმტკიცებასთან ერთად „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების ალიანსის შექმნის საკითხიც განიხილეს.

მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) პრეზიდენტს, პროფესორ ეროლ ოზვარს შეხვდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის აკადემიური კავშირების განმტკიცების, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების ალიანსის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი აკადემიური ინიციატივების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ
  2. POSTVსამთავრობომარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ლაშხი თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები