მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ
მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ. ლაშხის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების ალიანსის ჩამოყალიბების საკითხი და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) პრეზიდენტს, პროფესორ ეროლ ოზვარს შეხვდნენ.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის აკადემიური კავშირების განმტკიცების, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების ალიანსის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი აკადემიური ინიციატივების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ციტატები სტატიიდან
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის აკადემიური კავშირების განმტკიცების, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების ალიანსის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი აკადემიური ინიციატივების განვითარებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…