პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორ ქეთლინ კენედის შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და პროფესიულ განათლებაში თანამშრომლობა განიხილეს.

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე MIT Open Learning-ის პროფესიული სწავლების მიმართულებების ხელმძღვანელს, MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს, ქეთლინ კენედის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავლის პროფესიებს.

მარიამ ლაშხმა და გიორგი ჩაკვეტაძემ სტუმარს საქართველოს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და ამ პროცესში მიღებული გამოცდილება გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ MIT Open Learning უკვე თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯ "სქილვილთან".

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმის ფარგლებში გავიზიაროთ MIT-ის გამოცდილება და ცოდნა, მათ შორის, მომავლის პროფესიების, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებისა და თანამედროვე სასწავლო რესურსების განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები