მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 29 ოქტომბერს ამოქმედდება
თეთრი სახლის ცნობით, მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 29 ოქტომბრიდან ჰუმანიტარული დახმარებისა და ევაკუაციისთვის ამოქმედდება.

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, უკრაინის ქალაქ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 29 ოქტომბერს ამოქმედდება.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა შეთანხმდა, დროებით შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება ოლეშკში, რათა ჰუმანიტარულ დახმარების შესვლის საშუალება გაჩნდეს და განხორციელდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.
მელანია ტრამპის თქმით, ოლეშკში დარჩენილ მოსახლეობას გადაუდებლად სჭირდება სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი.
„სიტუაცია ოლეშკში მძიმეა. ოლეშკი ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქია, რომელიც კატასტროფის პირასაა. ქალაქის დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად, ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც გადაუდებლად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი“, - აღნიშნა მელანია ტრამპმა.
გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომამდე ოლეშკის მოსახლეობა დაახლოებით 24 000 იყო, ახლა კი იქ დაახლოებით, 1 700 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 47 ბავშვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებათეთრი სახლი: რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტაზე
- რუსთავი 2თეთრი სახლის განცხადებით, მელანია ტრამპმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია - Euronews
- ფორმულამელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ციტატები სტატიიდან
„სიტუაცია ოლეშკში მძიმეა. ოლეშკი ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქია, რომელიც კატასტროფის პირასაა. ქალაქის დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად, ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც გადაუდებლად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…