პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თეთრი სახლის განცხადებით, მელანია ტრამპმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია - Euronews

თეთრი სახლის განცხადებით, მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში 29 ოქტომბრიდან ცეცხლი დროებით შეწყდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და დახმარების მისაწოდებლად.

თეთრი სახლის განცხადებით, მელანია ტრამპმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია - Euronews
რუსთავი 2

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში სამხედრო მოქმედებები დროებით შეჩერდება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა პარასკევს განაცხადა, - წერს Euronews-ი.

მედიის ცნობით, შეთანხმების მიზანია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და ფრონტის ხაზთან ახლოს ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 29 ოქტომბერს უნდა ამოქმედდეს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქში სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებს და შექმნის სპეციალურად განსაზღვრულ უსაფრთხო დერეფანს იმ პირებისთვის, რომლებსაც ქალაქის დატოვება სურთ.

ოლეშკი, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ ხერსონის მოპირდაპირედ მდებარეობს.

რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ქალაქში დაახლოებით 24 000 ადამიანი ცხოვრობდა. თეთრი სახლის შეფასებით, ამჟამად იქ მხოლოდ 1 700-დან 2 000-მდე მცხოვრებია დარჩენილი, მათ შორის, დაახლოებით 50 ბავშვია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. daily mailნეიტრალურიმელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რათა „კატასტროფის ზღვარზე“ მყოფი ქალაქ ოლეშკიდან ხანდაზმულების ევაკუაცია მოხდეს
  2. იმედინიუსისამთავრობომელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 29 ოქტომბერს ამოქმედდება
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითეთრი სახლი: რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტაზე
  4. ფორმულაოპოზიციურიმელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მელანია ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები