პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები

საქართველოს პროკურატურა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ბრალი აღიარა და საპროცესო გაუფორმდა: მას 3 წლით პატიმრობა, 1 მლნ ლარის ჯარიმა და მილიონობით ლარის ქონების, მათ შორის მადრიდში მდებარე ბინის, მანქანებისა და ჰესის წილის სახელმწიფოსთვის ჩამორთმევა დაეკისრა.

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები
ნეტგაზეთი

პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

უწყება ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკვე დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი:

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 3 ეპიზოდი)

სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის (სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, 4 ეპიზოდი),

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით)

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აცხადებს, რომ მიქაუტაძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, „მოინანია“, აანაზღაურა ზიანი და უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მიმართა.

„პროკურატურამ მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე“, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება საპროცესოს პირობებს:

რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა:

ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა;

372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი;

1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი;

510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“,

350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“,

100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ ,

630 110 ლარის ღირებულების 4 საათი;

99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები;

19 770 ლარის ღირებულების მონეტები.

გარდა ამისა, პროკურატურა ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

16 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 9
  1. ფორმულაოპოზიციურირომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა, განესაზღვრა 3 წლით პატიმრობა, 2 - პირობითი მსჯავრი
  2. BM.GEოპოზიციურიჯარიმა ₾1 მილიონი, სახლების ჩამორთმევა, 3-წლიანი პატიმრობა... - რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  3. BM.GEოპოზიციურირომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით 10-წლიანი პატიმრობა 3-წლამდე შეუმცირდა - ჩამოერთვა ₾1 მლნ და ქონება
  4. TV პირველიოპოზიციურირომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა - დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა, ჩამოერთვა ქონება, მათ შორის სახლი ესპანეთში
  5. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა
  6. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
  7. პირველი არხისამთავრობოსასამართლომ რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა
  8. BM.GEოპოზიციურიმადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები... - რომეო მიქაუტაძეს ₾5.6 მილიონის ქონება ჩამოერთვა
  9. POSTVსამთავრობოპროკურატურა: „რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა“
  10. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს: ჩამოართვეს ქონება, დააჯარიმეს
  11. ალიაოპოზიციურისახლები, მანქანები, საათები, ოქროს ზოდები – რა ქონება ჩამოართვეს მიქაუტაძეს
  12. რუსთავი 2სამთავრობოადვოკატი რომეო მიქაუტაძის საქმეზე: განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება
  13. რუსთავი 2სამთავრობოპროკურორი რომეო მიქაუტაძეზე: ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, "ნახიდურის ჰესში" 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები
  14. ბათუმელებიოპოზიციურირომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული – მას ჩამოართვეს ბინა მადრიდში, ოქროს ზოდები და ა.შ.
  15. TV პირველიოპოზიციურიპროკურორმა არ გამორიცხა, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილის გარდა, კიდევ სხვა პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენება
  16. Facebookრომეო მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა...
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მიქაუტაძემ ცრუ ჩვენება საპროცესო შეთანხმებაში გაცვალა, ეს შერჩევითი სამართალია“ - ლილუაშვილის ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები