ადვოკატი რომეო მიქაუტაძის საქმეზე: განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც 3 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი მსჯავრი და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა.

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სასჯელის სახით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებით, დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით.
ადვოკატი ლევან მახარაშვილი აცხადებს, რომ მიქაუტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
"დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება რომეო მიქაუტაძესთან, რომლის საფუძველზეც მას განესაზღვრა სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება, იმავე 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით," - განაცხადა ადვოკატმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
16 სტატიარომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა, განესაზღვრა 3 წლით პატიმრობა, 2 - პირობითი მსჯავრი
ჯარიმა ₾1 მილიონი, სახლების ჩამორთმევა, 3-წლიანი პატიმრობა... - რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით 10-წლიანი პატიმრობა 3-წლამდე შეუმცირდა - ჩამოერთვა ₾1 მლნ და ქონება
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა - დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა, ჩამოერთვა ქონება, მათ შორის სახლი ესპანეთში
პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა
პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
სასამართლომ რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები
მადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები... - რომეო მიქაუტაძეს ₾5.6 მილიონის ქონება ჩამოერთვა
პროკურატურა: „რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა“
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს: ჩამოართვეს ქონება, დააჯარიმეს
სახლები, მანქანები, საათები, ოქროს ზოდები – რა ქონება ჩამოართვეს მიქაუტაძეს
პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე: ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, "ნახიდურის ჰესში" 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები
რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული – მას ჩამოართვეს ბინა მადრიდში, ოქროს ზოდები და ა.შ.
პროკურორმა არ გამორიცხა, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილის გარდა, კიდევ სხვა პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენება
- რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა...
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…