რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს: ჩამოართვეს ქონება, დააჯარიმეს
რომეო მიქაუტაძეს სააპელაციო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა: მას 3 წლით პატიმრობა, მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა და მილიონობით ლარის ღირებულების უძრავი ქონების, ძვირადღირებული მანქანებისა და ოქროს ზოდების ჩამორთმევა განესაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა - შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა.
საპროცესო შეთანხმების წინაპირობა იყო:
წაყენებული ბრალის აღიარება;
1 000 000-ლარიანი ჯარიმა;
შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანის - 114 658 ლარის ანაზღაურება;
სახელმწიფოს სასარგებლოდ დაათბობინეს:
ესპანეთში, ქ. მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა;
ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, რომლის ღირებულებაც 372 720 ლარია;
შპს „ნახიდური ჰესის“ 15%-იანი წილი (1 577 306 ლარი)
ავტომობილი MERCEDES-BENZ G 63 AMG (510 000 ლარი3);
ავტომობილი LAND ROVER RANGE ROVER (350 000 ლარი)
ავტომობილი LEXUS ES 250 (100 000 ლარი)
630 110 ლარის ღირებულების 4 საათი;
99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები;
19 770 ლარის ღირებულების მონეტები.
საპროცესოს გაფორმებამდე მან სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ლილიაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რომეო მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით გაასამართლეს. პროკურატურის ცნობით, შვიდი წლის განმავლობაში, 2017 წლიდან 2024 წლამდე, სხვადასხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობისას, იგი სისტემატურად არღვევდა კანონს, თანაც არაერთს.
გამოძიების მტკიცებით, რომეო მიქაუტაძემ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლი დაარღვია, მათგან სამი სამოხელეო დანაშაულის თავშია მოქცეული. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:
333-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა;
332-ე მუხლის მეორე ნაწილი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ;
337-ე მუხლი - მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობა და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვება მფარველობის გზით;
194-ე მუხლის მესამე ნაწილის, "გ" ქვეპუნქტი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულარომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა, განესაზღვრა 3 წლით პატიმრობა, 2 - პირობითი მსჯავრი
- BM.GEჯარიმა ₾1 მილიონი, სახლების ჩამორთმევა, 3-წლიანი პატიმრობა... - რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
- BM.GEრომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით 10-წლიანი პატიმრობა 3-წლამდე შეუმცირდა - ჩამოერთვა ₾1 მლნ და ქონება
- TV პირველირომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა - დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა, ჩამოერთვა ქონება, მათ შორის სახლი ესპანეთში
- რუსთავი 2პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა
- იმედინიუსიპროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
- პირველი არხისასამართლომ რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა
- ნეტგაზეთირომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები
- BM.GEმადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები... - რომეო მიქაუტაძეს ₾5.6 მილიონის ქონება ჩამოერთვა
- POSTVპროკურატურა: „რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა“
- ალიასახლები, მანქანები, საათები, ოქროს ზოდები – რა ქონება ჩამოართვეს მიქაუტაძეს
- რუსთავი 2ადვოკატი რომეო მიქაუტაძის საქმეზე: განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება
- რუსთავი 2პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე: ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, "ნახიდურის ჰესში" 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები
- ბათუმელებირომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული – მას ჩამოართვეს ბინა მადრიდში, ოქროს ზოდები და ა.შ.
- TV პირველიპროკურორმა არ გამორიცხა, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილის გარდა, კიდევ სხვა პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…