პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ახალი კომუნისტური პარტია შექმნილა“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ახალი მემარცხენე პარტიის შექმნას ეხმაურება და სოციალიზმს უცოდინრობისა და ამორალურობის იდეოლოგიას უწოდებს, რომელიც, მისი მტკიცებით, ბოროტებას ემსახურება.

„ახალი კომუნისტური პარტია შექმნილა“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი
ალია

გირჩის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი:

„ახალი კომუნისტური პარტია შექმნილა. ჩვენი, კომუნიზმგამოვლილი ქვეყნის ისტორია რომ ვიცოდეთ, სამარცხვინო ამბავი იქნებოდა, მაგრამ ისტორია ბევრს არ ახსოვს და ახალ პარტიას ზოგი „წარმატებასაც“ კი უსურვებს. არადა, სოციალიზმის ყველა ნაირსახეობა უცოდინრობისა და ამორალურობის იდეოლოგიაა, რომელიც სულ კეთილი მიზნებისა და ლამაზი სიტყვების უკან იმალება, რომ უცოდინარი და გულუბრყვილო ტვინი შეიტყუოს.

შემთხვევითი არაა, ამ მავნებლებს მათ ნამდვილ სახელს რომ დაარქმევ, დარბიან აღშოთბულები: „ყველა მემარცხენეს კომუნისტს რატომ ეძახით?“, „სოციალიაზმი და კომუნიზმი ერთი და იგივე არაა“, „დემოკრატიული სოციალიზმი გაგიგიათ?“, „შვედეთშიც კომუნიზმია?!“ და ა.შ. კი, ლეგიონია მათი სახელი, რადგან მრავალნი არიან, და ყველა, როგორც ერთი, ბოროტებას ემსახურება.

თუმცა, რადგან პარტიად ჩამოყალიბდნენ, იმედია, გამბედაობა მაინც ექნებათ, რომ საკუთარი იდეები საჯარო დებატებში დაიცვან. იქნებ ამ ხალხის მაგალითზე მაინც გავაგებინოთ ამომრჩეველს, რომ მემარცხენეობა ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად, ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში, უნდა ტეხავდეს.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
,,სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი” – ალექსანდრე რაქვიაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები