ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯარიმა ₾1 მილიონი, სახლების ჩამორთმევა, 3-წლიანი პატიმრობა... - რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

საქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რის საფუძველზეც მას 3 წლით პატიმრობა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა და მილიონობით ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებისა და ჰესის წილის ჩამორთმევა განესაზღვრა.

ჯარიმა ₾1 მილიონი, სახლების ჩამორთმევა, 3-წლიანი პატიმრობა... - რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ჯარიმა ₾1 მილიონი, სახლების ჩამორთმევა, 3-წლიანი პატიმრობა... - რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაBM.GE

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც რომეო მიქაუტაძემ ჩამოერთვა სახლები, მანქანების, ნახიდური ჰესის 15%-იანი წილი. მას 3-წლიანი პატიმრობა და 2 წლით პირობითი მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა აქვეყნებს.

აღსანიშნია, რომ რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა 2026 წლის 16 მარტს მიუსაჯა. 2025 წლის 21 ივნისს დააკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე საპატიმროს 2028 წლის ივნისში დატოვებს.

"სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, მსჯავრდებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა.

პროკურატურამ მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 3 ეპიზოდი), სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის (სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, 4 ეპიზოდი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.

გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით", - ნათქვია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

პროკურატურა მას ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ 8 499 334 ლარი შეადგინა.

მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობდა, უკვე 2022 წლიდან კი მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. 2024 წელს როგორც მაშინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) - დირექტორი, ასევე "საქრუსენერგოს" ჯერ გენერალური დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი დირექტორი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები... - რომეო მიქაუტაძეს ₾5.6 მილიონის ქონება ჩამოერთვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები