ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლილუაშვილის ადვოკატის ერთი მთავარი კითხვა პროკურატურას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პროკურატურა

სუსის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე რომეო მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შერჩევით სამართალს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მან შეღავათიანი სასჯელი ცრუ ჩვენების სანაცვლოდ მიიღო. ადვოკატი ითხოვს განმარტებას, რატომ არ ედება მიქაუტაძეს ბრალი ქრთამის მიცემაზე.

ლილუაშვილის ადვოკატის ერთი მთავარი კითხვა პროკურატურას
ლილუაშვილის ადვოკატის ერთი მთავარი კითხვა პროკურატურასალია

სუსის ექს შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე რომეო მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შერჩევით სამართალს უწოდებს. მისი განცხადებით, მიქაუტაძემ ლილუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ შეღავათიანი სასჯელი მიიღო.

უფლებადამცველი პროკურატურისგან განმარტებას ითხოვს, რატომ არ იწყება მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ქრთამის გადაცემის ფაქტზე, რომლის შესახებაც მან სასამართლოში თავად განაცხადა.

რომეო მიქაუტაძე ბენეფიტად მიიღებს საპროცესო შეთანხმებას იმ ტყუილისთვის, რაც მან გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ გააჟღერა სასამართლო სხდომის დარბაზში. და, მე აქვე მეორე კითხვაც მაქვს პროკურატურასთან, ერთია, უკვე მსჯავრდადებულ საქმეზე საპროცესო გაუფორმდა, მაგრამ მეორეა, თავად ის ქრთამის მიცემას ბატონ გრიგოლ ლილუაშვილზე რომ ასახელებს, ამ ნაწილში როდის უნდა წარედგინოს რომეო მიქაუტაძეს ახალი ბრალი? თავის დანაშაულებრივ ქმედებასაც გამოკვეთს, ხომ რომ ქრთამი გადასცა კონკრეტულ პიროვნებას? სადაც აქამდე მის მიმართ ბრალი წარდგა კი არა, პირიქით, ჯილდოს სახით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა პირობით მსჯავრზე და რაღაც ნაწილრ ეალურ სასჯელზე, არ ვიცი, აქ რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს, თუმცა სამართლებრივად მოთხოვნა აუცილებლად მექნება, რომ ამ ადამიანს წარედგინოს ბრალი იმისთვის, თუკი ის რასაც ამბობს, სიმართლეა. მე პირადად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვხედავ, რომ პროკურატურას მისთვის მხოლოდ დადებითი ნოტა აქვს შეთავაზებული და უარყოფითი კონტექსტით მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილის ნაწილში ხედავს მის ჩვენებას. აი, ესაა ძალიან დიდი პრობლემა და შერჩევითი სამართალი. ესე გამოდის, რომ მან საპროცესო შეთანხმებაში გაცვალა ცრუ ჩვენება. რომეო მიქაუტაძის ნათქვამი თავად პროკურატურასაც არ სჯერა, რომ სჯეროდეს, დამიჯერეთ, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ქრთამის გადაცემის ნაწილში, უკვე დაწყებული იქნებოდა.

გრიგოლ ლილუაშვილი დღეის მდგომარეობით, იგივე პოზიციაზეა – არჩადენილ დანაშაულს ეს ადამიანი არ აღიარებს. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არცერთი მხარის მიერ არანაირი პოზიციები დღემდე გაჟღერებული არ ყოფილა, – ამბობს ლანა ცერცვაძე.

ფულის გათეთრებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა.

3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი, ასეთია პროკურატურის პირობები, რომელიც მსჯავრდებულმა ექს-მაღალჩინოსანმა ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურორმა არ გამორიცხა, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილის გარდა, კიდევ სხვა პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები