ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ქვეყანაში უზარმაზარი შავი ფული შემოდის, ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის“ - დიმიტრი ცქიტიშვილი

საქართველოს პროკურატურა

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში უზარმაზარი შავი ფული შემოდის, ხოლო რომეო მიქაუტაძის საქმე კორუფციასთან ბრძოლა კი არა, შიდა ანგარიშსწორებაა. მსჯავრდებულ ექს-მაღალჩინოსანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა და ჩამოერთვა მრავალმილიონიანი ქონება.

„ქვეყანაში უზარმაზარი შავი ფული შემოდის, ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის“ - დიმიტრი ცქიტიშვილი
„ქვეყანაში უზარმაზარი შავი ფული შემოდის, ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის“ - დიმიტრი ცქიტიშვილიTV პირველი

საქართველოში უზარმაზარი მოცულობის შავი ფული შემოდის, სახელმწიფო რესურსები იძარცვება და კორუფციამ სრულიად სხვა მასშტაბებს მიაღწია, რის ფონზეც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები კორუფციასთან ბრძოლად ვერ ჩაითვლება, - ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა "პირველებთან" ისაუბრა.

მისი შეფასებით, რომეო მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხელისუფლების შიგნით მიმდინარე ანგარიშსწორების ნაწილია და არა ანტიკორუფციული პოლიტიკის შედეგი. ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური მექანიზმები არ ამოქმედებულა, ხოლო პასუხისმგებლობას ის ყოფილი მაღალჩინოსნები აღწევენ თავს, რომლებიც მათზე მაღლა მდგომი პირების წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევენ.

ეს არის პირადი ანგარიშსწორების შიდა სალაროს, ე.წ. "ობშიაკის" ფულის მოპარვის ბრალდების გამო დასჯილი ადამიანები და საბოლოო ჯამში, რაღაც შეთანხმებამდე მისული. როგორც ჩანს, შეთანხმდნენ იმ ხალხზე, რომლებმაც თითი გაიშვირეს სხვებისკენ და ვერ შეთანხმდნენ ვერც ღარიბაშვილთან და ვერც ლილუაშვილთან - ისინი აგრძელებენ პატიმრობას და შესაბამისად, მათ მიმართ არანაირი ცვლილებები არ არის. მაგრამ, საქართველოში არანაირი ანტიკორუფციული მექანიზმები არ ამუშავებულა, ანტიკორუფციული სამსახური, რეალურად არ ამუშავებულა: ქოლცენტრები როგორც იყო, ისე არის, კორუფციის მასშტაბი როგორც იყო, ისე არის. 90-იან წლებში ეს იყო ყოფით დონეზე, ვგულისხმობ, ხელში აღების თემას, ეს აღარ არის, იმიტომ, რომ კორუფციის ფორმები და მასშტაბები შეცვლილია, სულ სხვა მასშტაბზე და სულ სხვა დონეზეა გადასული, მაგრამ სახელმწიფო არის დატაცებული, მთელი რესურსი იპარება, უზარმაზარი შავი ფული შემოდის ქვეყანაში და ამას ვაკვირდებით და ახლა, ეს რაღაც შიდა პოლიტიკური ბრძოლების მონათვლა როგორც კოურფციასთან ბრძლა არაფერი არ არის და ჩვენ ვხედავთ, ვინც კი თავისზე მაღლა მდგომს ჩაუშვებს, ის გარეთ გამოდის, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ფულის გათეთრებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა.

3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი, ასეთია პროკურატურის პირობები, რომელიც მსჯავრდებულმა ექს-მაღალჩინოსანმა ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ მიიღო.

მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, მიქაუტაძემ "აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია და აანაზღაურა ზიანი".

ექს-მაღალჩინოსანს ასევე დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა და 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს ჩამოერთვა ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.

პროკურატურის ინფორმაციით, გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა - დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა, ჩამოერთვა ქონება, მათ შორის სახლი ესპანეთშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები