პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასამართლომ რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა

საქართველოს პროკურატურა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეკონომიკის ყოფილ პირველ მოადგილე რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა: მას 3 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი მსჯავრი, 1 მლნ ლარის ჯარიმა და მილიონობით ლარის ქონების, მათ შორის მადრიდში მდებარე ბინისა და ავტომობილების ჩამორთმევა განესაზღვრა.

სასამართლომ რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა
პირველი არხი

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, მსჯავრდებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა.

პროკურატურამ, მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 3 ეპიზოდი), სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის (სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, 4 ეპიზოდი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, სამი წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ. მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს „ნახიდური ჰესის“ 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი MERCEDES-BENZ G 63 AMG, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი LAND ROVER RANGE ROVER-ი, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი LEXUS ES 250, 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.

გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

16 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 10
  1. ფორმულაოპოზიციურირომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა, განესაზღვრა 3 წლით პატიმრობა, 2 - პირობითი მსჯავრი
  2. BM.GEოპოზიციურიჯარიმა ₾1 მილიონი, სახლების ჩამორთმევა, 3-წლიანი პატიმრობა... - რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  3. BM.GEოპოზიციურირომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით 10-წლიანი პატიმრობა 3-წლამდე შეუმცირდა - ჩამოერთვა ₾1 მლნ და ქონება
  4. TV პირველიოპოზიციურირომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა - დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა, ჩამოერთვა ქონება, მათ შორის სახლი ესპანეთში
  5. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა
  6. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურირომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები
  8. BM.GEოპოზიციურიმადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები... - რომეო მიქაუტაძეს ₾5.6 მილიონის ქონება ჩამოერთვა
  9. POSTVსამთავრობოპროკურატურა: „რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა“
  10. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს: ჩამოართვეს ქონება, დააჯარიმეს
  11. ალიაოპოზიციურისახლები, მანქანები, საათები, ოქროს ზოდები – რა ქონება ჩამოართვეს მიქაუტაძეს
  12. რუსთავი 2სამთავრობოადვოკატი რომეო მიქაუტაძის საქმეზე: განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება
  13. რუსთავი 2სამთავრობოპროკურორი რომეო მიქაუტაძეზე: ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, "ნახიდურის ჰესში" 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები
  14. ბათუმელებიოპოზიციურირომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული – მას ჩამოართვეს ბინა მადრიდში, ოქროს ზოდები და ა.შ.
  15. TV პირველიოპოზიციურიპროკურორმა არ გამორიცხა, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილის გარდა, კიდევ სხვა პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენება
  16. Facebookრომეო მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა...
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მიქაუტაძემ ცრუ ჩვენება საპროცესო შეთანხმებაში გაცვალა, ეს შერჩევითი სამართალია“ - ლილუაშვილის ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები