ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახობაძე საუბრობს, რატომ მივიდა ღამით მის სახლში პოლიცია

სამოქალაქო აქტივისტ გიორგი ახობაძის განცხადებით, ღამით მის სახლში პოლიცია მივიდა და მუქარის საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა დეტალები არ განუმარტავთ.

ახობაძე საუბრობს, რატომ მივიდა ღამით მის სახლში პოლიცია
ახობაძე საუბრობს, რატომ მივიდა ღამით მის სახლში პოლიციაTV პირველი

გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ამ დრომდე არ იცის, რა მუქარის ფაქტზე იბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე - სამოქალაქო აქტივისტის თქმით, გუშინ ღამით მის სახლში მისულ პოლიციას დეტალები არ უთქვამს, მხოლოდ ის უთხრეს, რომ დღეს გამოკითხვაზე უნდა მისულიყო.

"ვინ ვის ემუქრება ან რა მუქარაზეა საუბარი, ეს არ უთქვამთ" - ეუბნება ახობაძე "პირველებს".

ახობაძე ამბობს, რომ თავადაც ხშირად ხდება მუქარის ობიექტი, მაგრამ გამოძიებას ამ უკანასკნელზე რეაგირება არ აქვს.

ზოგადად მითხრეს, რომ მუქარის ფაქტზე არის გამოძიება დაწყებული - ვინ ვის ემუქრება ან რა მუქარაზეა საუბარი, ეს არ უთქვამთ. გამოკითხვაზე დამიბარეს მოწმის სტატუსით და 12:00-დან 13:00 საათამდე მივალ და ვნახავ. აქეთ მუქარის შეტყობინებები ყოველდღეა და დღეში რამოდენიმეჯერაც. ამაზე ვისთანაც მქონია პოლიციელებისთვის კონტაქტი, მათთვის სქრინებიც მაქვს ჩაყრილი, მაგრამ საერთო ჯამში, ყველამ იცით, ვიდეოებიც მიდევს, რომ დაბლოკილი ვყავარ იმ პოლიციელს. არა თუ მუქარის, ჯგუფური ძალადობის ფაქტი აქვს გამოძიებული, კადრები ნანახი მაქვს, კამერები ამოღებული აქვთ და საქმე თაროზე აქვთ შემოდებული. უბრალოდ წარმოუდგენელია, აქეთ, რაზე უნდა მედავებოდნენ", - ამბობს გიორგი ახობაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინ ვის ემუქრება ან რა მუქარაზეა საუბარი, ეს არ უთქვამთ“
ახობაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგი ახობაძის ინფორმაციით, მასთან სახლში პოლიცია მივიდა და მუქარის ფაქტზე გამოკითხვაზე იბარებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები