გიორგი ახობაძესთან სახლში პოლიცია მივიდა (ვიდეო)
სამოქალაქო აქტივისტ გიორგი ახობაძის სახლში პოლიცია მივიდა. ახობაძის განცხადებით, სამართალდამცავები მას მუქარის ფაქტზე მოწმის სახით, დეტალების დაუკონკრეტებლად იბარებენ გამოკითხვაზე მაშინ, როცა მუქარებს თავად მუდმივად იღებს.

გიორგი ახობაძესთან სახლში პოლიცია მივიდა - ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ახობაძე აქვეყნებს.
ირკვევა, რომ სამოქალაქო აქტივისტს მუქარის ფაქტზე გამოკითხვაზე მოწმის სახით იბარებე.
ისევ მოვიდნენ... მოწმის სახით გამოკითხვაზე მიბარებენ მუქარის ფაქტზე, ოღონდ არ მეუბნებიან დეტალებს. 24/7-ზე და 365 დღიდან დღე არ გადის ისე, რომ მუქარას არ ვიღებდე და აქეთ ჩემთან აქვთ კითხვები თურმე" - წერს გიორგი ახობაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…