ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

,, ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს” – გიორგი ახობაძე

სამოქალაქო აქტივისტი და ექიმი გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ფანჯრების წინ ორი გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების კურიერობისთვის დააკავეს. მისი განცხადებით, არსებული რეჟიმი ახალგაზრდებს პერსპექტივას არ უქმნის და ისინი კრიმინალში რეკრუტირდებიან, რასაც მძიმე სასჯელი მოჰყვება.

,, ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს” – გიორგი ახობაძე
,, ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს” – გიორგი ახობაძეალია

სამოქალაქო აქტივისტი, ექიმი გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ამასობაში, ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს სავარაუდოდ ნარკოტიკების მისამართების დადებაზე, კურიერობაზე. მემგონი მთელი საბურთალოს პოლიცია აქაა.

ასე კლავს ეს რეჟიმი და ეს პოლიტიკა ამ ქვეყანაში ახალგაზრდობას.

იმის მაგივრად პერსპექტივა შეუქმნას, სწავლაში ჩართოს, საინტერესო აწმყო და მომავალი შესთავაზოს, უქმნის გარემოს, სადაც ეს, ქოლ-ცენტრები და კიდე ათასი უბედურებაა წახალისებული. აქვეა კედელზე ამ სამუშაოზე დასაქმების რეკლამა. რომელსაც ცოცხალი თავით არ ებრძვის მერიის სამსახურები, მაგრამ ანწუხელიძის სტენსილებს შლის!

შედეგად ვიღებთ, კრიმინალში რეკრუტირებულ ბავშვებს.

თუ სწორად წავიკითხე კანონი, მინიმუმ 6-12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ამ ბავშვებს და მათი მომავალი დამთავრებულია.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.