ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მოგვმართა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, მუქარის ბრალდებით დაკავებულმა თამაზ ელიზბარაშვილმა უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა, დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

პროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მოგვმართა
პროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მოგვმართაTV პირველი

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა - ამის შესახებ მთავარი საგამოძიებო უწყება დღეს გქვრ ელებულ გქნცხადებაში წერს.

უწყების ცნობით, იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

"ამასთან, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება.

თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულ თამაზ ელიზბარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული" წერია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები