რას ნიშნავს "კენგურუს სასამართლო", რასაც ვიქტორ ყიფიანმა საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესები შეადარა
„ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს „კენგურუს სასამართლოს“ ადარებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ფარისევლური სამართალწარმოება მკვიდრდება, სადაც შედეგი წინასწარ არის ცნობილი და ყველაფერი დადგმულია.
პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს "კენგურუს სასამართლოს" ადარებს.
როგორც ყიფიანი ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" განმარტავს, საერთაშორისო პრაქტიკაში, ეს ნიშნავს ფარისევლურ სამართალწარმოებას, როდესაც შედეგი წინასწარ არის ცნობილი და ყველაფერი დადგმულია.
"საქართველოში უკვე არა მარტო საერთო იურისდიქციის სასამართლოებში, არამედ საკონსტიტუციო სიბრტყეში "კენგურუს მართლმსაჯულების" დამკვიდრება უკვე თვალსაჩინო მოვლენაა" - ამბობს ყიფიანი.
როდესაც ეს პოლიტიკა წამოიწყო "ოცნებამ" აკრძალვების, დასაწყისში რიგ აკრძალვებს ცოტა კომიკურად ვუყურებდით, რადგან არასერიოზულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ აკრძალვების ხარისხის ესკალირება მოხდა იმგვარად, რომ აკრძალვების ქვეყანად ვიქეცით. ახლა ჩვენ მორიგი კატეგორია აკრძალვების, რასთანაც შეხება გვაქვს და ამას უკავშირდებოდა ჩემი განცხადება, უკვე მეტად სახიფათო ხასიათს იძენს.
რასაც ჩვენ ბათუმში ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, შეიძლება ჩემგან მანამ სანამ ვერდიქტი არ გამოუტანია სასამართლოს, არასერიოზულია შეფასების მიცემა პროფესიული კუთხით, მაგრამ დინამიკა ჩემში აღძრავს მეტად არასახარბიელო შედარებას - საერთაშორისო პრაქტიკაში არის ასეთი შედარება - "კენგურუს სასამართლო". ეს ნიშნავს ფარისევლურ სამართალწარმოებას, როდესაც შედეგი წინასწარ არის ცნობილი და ყველაფერი ეს დადგმული არის, როგორც ფარსი და როგორც წინასწარ გასაზღვრული შედეგის გაფორმება.
საქართველოში უკვე არა მარტო საერთო იურისდიქციის სასამართლოებში, არამედ საკონსტიტუციო სიბრტყეში "კენგურუს მართლმსაჯულების" დამკვიდრება უკვე თვალსაჩინო მოვლენაა", - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.
პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ასევე საუბრობს იმ ახალგაზრდების ჯგუფზე, რომლებიც ორი დღეა საკონსტიტუციო სასაამრთლოსთან არიან მობილიზებულები და აცხადებს, რომ ეს მასში "არცთუ სასიამოვნო პარალელებს აღძრავს რევოლუციურ სამართალთან და მასების ცნობიერებაზე ზემოქმედებასთან".
ასევე კიდევ ერთი რაც აღსანიშნია, მიუხედავად პროცესის სიმძიმისა და იმ შედეგის სიმძიმისა, რომლის მოლოდინშიც ჩვენ ყველანი სამართლიანად ვართ, ჩემთვის პირადად არა ის არის განმსაზღვრელი, როდესაც ჩვენ ზედხედით სურათს ვუყურებთ, თუ რა ხდება სხდომათა დარბაზში, არამედ რა ხდება შენობის მიღმა. ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც მიჰყავთ ამ სანახაობაზე დასასწრებად, ესეც ჩემში არცთუ სასიამოვნო პარალელებს აღძრავს რევოლუციურ სამართალთან, უსახო აზრის კულტივირებასთან, მასების ცნობიერებაზე ზემოქმედებასთან. არ მიდან ამ ახალგაზრდებს შეუარაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს არის ყველაზე ცუდი და მავნე ექსპერიმენტი", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
11 უარი ოპოზიციას - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".
დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…