ევროკავშირის წარმომადგენლობა – თანავუგრძნობთ ფონიჭალაში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას, თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში ტრაგიკული აფეთქების გამო, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას და თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი, კლინიკებში გადაიყვანეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…